ერთიანი საქართველო ქომაგების ტრიბუნაზე

    2018-09-08 22:44

...
ხვალ ქომაგების ტრიბუნაზე ერთიანი საქართველო იდგება, ჩვენი ბიჭების გასამხნევებლად და ნანატრი ოცნებისაკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადასადგმელად.

სიახლეები


''Viole Maribor'' სლოვენიის წამყვანი ულტრასები რომლებიც თბილისში გვეწვევიან

    2018-07-21 18:07

   

...
26 ივლისს ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერის ''ჩიხურა'' სლოვენიურ ''მარიბორს'' უმასპინძლებს, ცხადია სტუმრებს ფანებიც ჩამოყვებათ, რომლებიც თავიანთ ქვეყანაში მთავარ ძალას წარმოადგენენ, მოდით უფრო ახლოს გავიცნოთ ''მარიბორის'' ულტრასები.



VIOLE MARIBOR 1989



''მარიბორის'' მხარდამჭერებმა გაერთიანება 1989 წელს შექმნეს, თანამოაზრეებმა რომლის დიდი ნაწილიც სკოლის მოსწავლეებისგან შედგებოდა საშინაო არენის სამხრეთ სტენდზე დაიწყეს შეკრება, პირველი მატჩი რომელზეც მათ მხარი დაუჭირეს თავის გუნდს იყო 1989 წლის 2 აგვისტოს, მარშალ ტიტოს თასზე სუბოტიჩას ''სპარტაკთან'' მატჩში.

აღსანიშნავია რომ თავდაპირველად ჯგუფს ''მარინსი'' ერქვა, თუმცა შემდეგი სეზონიდან მათ viole maribor უწოდეს თავის დაჯგუფებას, რომელიც უფრო კარგად გამოხატავდა კლუბის ფერებს (იასამნისფერს) და ქალაქის სახელს.



მას შემდეგ რაც სლოვენია იუგოსლავიას გამოეყო კლუბის წევრთა რაოდენობა უფრო გაიზარდა, ვინაიდან ქვეყნის ყველაზე პოპულარული კლუბი სწორედ მარიბორი გახლდათ, დროთა განმავლობაში viole-ს წევრებმა მარიბორის სტადიონ ''ლუკუდსკის'' სამხრეთ სტენდი მთლიანად შეავსეს, მათ დაახლოებით 500 რეგულარული მხარდამჭერი ჰყავთ.



როგორც ყველა მხარდამჭერთა ჯგუფს, viole-საც ჰყავს მტრები და კონკურენტები, სლოვენიაში მხარდამჭერთა ჯგუფებს შორის. მათი მთავარი მეტოქეები არიან ''მწვანე დრაკონები'' რომლებიც დედაქალაქური ''ოლიმპიას'' ფანები გახლავთ. სწორედ ეს ორი კლუბია ქვეყანაში წამყვანი და ყველაზე ტიტულოვანი გუნდები.

მწვანე დრაკონების 25 წლის იუბილეს აღნიშვნა ლუბლიანას ქუჩებში



viole maribor-ს ოფიციალურად არ აქვს ალიანსი არც ერთ დაჯგუფებასთან , თუმცა გარკვეული ჯგუფები მეგობრობენ გრაცის ''შტურმის'' ფანებ Brigada Graz-თან და სოფიას ''ლევსკის'' ფანებ ''Sector B''-სთან.

მარიბორი - ლევსკის მატჩი, გაერთიანებული ტრიბუნა.



და ბოლოს გიტოვებთ მარიბორის ულტრასების საუკეთესო მომენტების კოლაჟს:

.






ახალი მატჩი

8 სექტემბერი 20:00 სთ


-
საქართველო 
 დანია

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

გამოკითხვა

რომელი გუნდი გაიმარჯვებს?