ერთიანი საქართველო ქომაგების ტრიბუნაზე

    2018-09-08 22:44

...
ხვალ ქომაგების ტრიბუნაზე ერთიანი საქართველო იდგება, ჩვენი ბიჭების გასამხნევებლად და ნანატრი ოცნებისაკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადასადგმელად.

კალათბურთი


ჰყაავს კი ქართულ კალათბურთს მომავალი ?!

    2018-08-12 23:19

   

...
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა 2009 წლიდან მოყოლებული რომ დიდი პროგრესი განიცადა და ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონიდან ერთ-ერთ მრისხანე ძალად იქცა ყველას კარგად მოგვეხსენება, ამ წარმატების მთავარი შემოქმედები, ის ბიჭები ვის მხრებზეც გადაიარა იმ წლებმა დღეს ახალგაზრდა ბიჭები აღარ არიან, ძველებურად აღარ უჭრით მუხლი და მაჯა, რომ ნაკრები კვლავ მწვერვალებზე დატოვონ, ყველა ნაკრებს უდგას თაობათა ცვლის პროცესი და ბუნებრივია გამონაკლისი ვერც საქართველო იქნება, მაგრამ გვყაავს კი ქვეყანაში საკმარისად პერსპექტიული თაობა ?

გადავხედოთ ახალგარდული ნაკრებების ასპარეზობას ევროპის ჩემპიონატებზე:



20 წლამდელები

ქვეყნის მეორე საკალათბურთო ნაკრებმა წელს გამართულ ''ბ'' დივიზიონში ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა, საბოლოოდ კი ტურნირის 22 გუნდიდან მე-13 ადგილზე გავიდნენ, ამას თუ ''ა'' დივიზიონის 16 გუნდს დავუმატებთ გამოდის რომ ევროპაში სიძლიერით 29-ე ნაკრები ვართ, რაც ნამდვილად არ გვეკადრება.

18 წლამდელები

კიდევ უფრო უარესად გვაქ საქმე 18 წლამდელებში, თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ ამ ასაკში ევროპაში ერთ-ერთი უსუსტესი და მაჩანჩალა ნაკრები გვყავს, ახლახან დასრულებულ ''ბ'' დივიზიონში მათ 24-დან 22-ე ადგილი დაიკავეს, რაც სრული კატასტროფაა, ძნელი სათქმელია ეს ყველაფერი მწვრთნელების ბრალია, ფედერაციის, კალათბურთელების თუ სელექციონერების, მაგრამ ფაქტია ვერანაირ შედეგს ვერ აჩვენებს ეს ნაკრები.

16 წლამდელები

ერთ-ერთი (ერთადერთ თუ არა) ნათელი წერტილი 16 წლამდელთა ნაკრებია, რომლებმაც შარშან ''ბ'' დივიზიონში მე-3 ადგილი დაიკავეს და ''ა'' დივიზიონში აღზევდნენ, მართალია იქ უკვე 2 მატჩის წაგება მოასწრეს მაგრამ მთავარია ეს ნაკრები ''ელიტაშია'' გარეული და ბევრად დიდ გამოცდილებას მიიღებენ ვიდრე ქვედა დივიზიონში ფაფხურია..

იმედი ვიქონიოთ მომავალ წელს გამოსწორდება სიტუაცია და ნამდვილად გამოჩნდებიან ის ბიჭები, ვისაც მოუწევს ნაკრების ტვირთის ღირსეულად ტარება

.






ახალი მატჩი

8 სექტემბერი 20:00 სთ


-
საქართველო 
 დანია

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

გამოკითხვა

რომელი გუნდი გაიმარჯვებს?