ერთიანი საქართველო ქომაგების ტრიბუნაზე

    2018-09-08 22:44

...
ხვალ ქომაგების ტრიბუნაზე ერთიანი საქართველო იდგება, ჩვენი ბიჭების გასამხნევებლად და ნანატრი ოცნებისაკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადასადგმელად.

სიახლეები


ქომაგები ასტანაში - ისტორიის დასაწერად !

    2018-09-04 01:31

   

...
ოთხშაბათს დილით თბილისს დავტოვებთ. რამდენიმე ათასი მეტრის სიმაღლიდან გადმოვხედავთ სამყაროს და 3–4 საათში თვითმფრინავი ასტანაში დაეშვება. მანამდე სამზადისია: ახალი მაისურები, სტიკერები, ბანერები, შეძახილები და იმედები. ალბათ ჩვენს ოცნებებს შორის ყაზახეთში მოგზაურობა ვერასდროს მოხვდებოდა, მაგრამ ახლა, ისე ვემზადებით, როგორც ცხოვრების ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტისთვის. ასეც არის... ერთა ლიგა იწყება!
პირველი შეხვედრა ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ გვაქვს. დიახ, გვაქვს. ჩვენ ერთხელ ვთქვით „მარტონი არასოდეს იქნებით“ და მას შემდეგ ასეც არის. ამ შანსს გამოვიყენებთ ერთად – ბიჭები მოედანზე და ქომაგები ტრიბუნაზე.
გასვლით შეხვედრებს თავის ხიბლი აქვს და ხიბლთან ერთად დაძაბულობა. სრულიად უცხო სამყაროში ხარ, უცხო ქუჩებში დადიხარ, გაცვია ქომაგების თეთრი მაისური და ისე დააბიჯებ გეგონება ცა ქუდად არც მიგაჩნია. აღმოჩნდები მოწინააღმდეგე გულშემატკივართა უზარმაზარი მასის წინაშე და საკუთარი გულის ხმა გესმის, როგორც მებრძოლს, ძარღვებს გრძნობ და 1,2,3... იწყებ – „ჩემი ხატია სამშობლო...“ ამ დროსს გგონია მთელმა სამყარომ რომ ერთხმად დაიყვიროს შენს ხმას ვერ გადაფარავენ, ვერ მოგიახლოვდებიან, ვერ შეგეხებიან, ვერ მოგერევიან... არის წამი, როცა გვერდით იხედები, თვალს ავლებ მთელ მოედანს, ტრიბუნებს... ზუსტად ამ წამში ატევ ფიქრს, რომ შენები მაგრად არიან, ძლიერად მღერიან. მერე მინდორს გადახედავ, გადათვლი, გაზომავ და მშვიდდები, ყველაფერი კარგად იქნება „თავისუფლებას დიდება!“ ჰიმნი მთავრდება და ამის მერე იწყება ნამდვილი ორთაბრძოლა, რომელსაც ქომაგები არასდროს ვაგებთ, არც მაშინ თუ მეტოქე ძლიერია და არც მაშინ, როცა მრავალრიცხოვანი.
ახლაც ასეა. მივდივართ ქვეყანაში, რომელიც მოსახლეობით 5–ჯერ მეტია და ვიქნებით ტრიბუნაზე 1000–ჯერ ნაკლები, მაგრამ მოვიგებთ ჩვენს ბრძოლას ისე, როგორც აქამდე.
ჩვენ "ქართული სპორტის ქომაგები" ვართ და ჩვენს ხმას ასტანიდან აუცილებლად გაიგებთ !
ქომაგები მადლობას ვუხდით ფეხბურთის ფედერაციას გვერდში დგომისთვის

ქართული სპორტის ქომაგები






ახალი მატჩი

8 სექტემბერი 20:00 სთ


-
საქართველო 
 დანია

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

გამოკითხვა

რომელი გუნდი გაიმარჯვებს?