ფიფა-ს ახალ რეიტინგში, რომელიც ყოველთვიურად ქვეყნდება საქართველოს ნარკები 3 საფეხბურით დაწინაურდა.
ჩვენი ნაკრები ამ დროისთვის 1254 ქულით 93-ე ადგილზეა, რაც სექტემბერის თვეში, ყაზახეთისა და ლატვიის ნაკრებების ძლევის დამსახურებაა.
რაც შეეხება ჩვენ მეტოქეებს ერთა ლიგაზე, ყაზახეთი ორი საფეხურით დაქვეითდა და ახლა 118-ე ადგილზეა. რეგრესი განიცადა ლატვიამაც და მათაც ორი ადგილით დაიწიეს უკან, შესაბამისად 131-ე პოზიციაზე იმყოფებიან. 2 პოზიციით გაიუმჯობესა მდგომარეობა ანდორამ და
ახლა 128-ეა.
შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის თვეში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს 2 შეხვედრა ელის, 13-ში შინ ანდორასთან და 16-ში სტუმრად ლატვიასთან.