ერთიანი საქართველო ქომაგების ტრიბუნაზე

    2018-09-08 22:44

...
ხვალ ქომაგების ტრიბუნაზე ერთიანი საქართველო იდგება, ჩვენი ბიჭების გასამხნევებლად და ნანატრი ოცნებისაკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადასადგმელად.

ფეხბურთი


გიორგი ჩაკვეტაძემ ოპერაცია გაიკეთა

    2019-05-02 18:52

   

...
ბელგიური "გენტის" შემტევი ნახევარმცველი, გიორგი ჩაკვეტაძემ, დღეს ოპერაცია გაიკეთა. ქართველი ფეხბურთელი ამ დროისთვის ანტვერპენის კლინიკაში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს. შეგახსენებთ, რომ გიორგის წინა ჯვარედინი იოგები აქვს დაზიანებული და სავარაუდოდ მისი ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესი მინიმუმ 6 თვეს გასტანს.
ჩაკვეტაძემ ტრავმა გასული წლის მიწურულს მიიღო და ქართველი ექიმების რეკომენდაციით სასწრაფოდ საოპერაციოც გახლდათ. თუმცა, ბელგიურმა მხარემ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო და იანვრის თვეში, ქართველმა 3 შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა, რის შემდეგაც ტრავმა გაუმიზეზდა და ჩვენებურმა მხოლოდ გასულ კვირას შეძლო მოედანზე დაბრუნება. სამწუხაროდ გიორგი კვლავ დაშავდა და ოპერაციაც სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა.

უტა არსაკიძე






ახალი მატჩი

7 ივნისი, 20:00 სთ


-
საქართველო 
 გიბრალტარი

EURO 2020 საკვალიფიკაციო ''დინამო არენა''

გამოკითხვა

რა შედეგს დააფიქსირებს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგაზე ?