უეფამ ფუტსალის ჩემპიონთა ლიგაზე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა ჩაატარა.
საქართველოს ჩემპიონი თბილისის "თელასი" პირველ ეტაპზე H ჯგუფში მოხვდა, მეტოქეებად კი ვარნა (ბულგარეთი) და მაკაბი ნაჰალათი (ისრაელი) ჰყავს, ჯგუფის მატჩებს ბულგარეთი აგვისტოს ბოლოს უმასპინძლებს.
ჯგუფის მოგების შემთხვევაში "თელასი" მეინრაუნდში მე-8 ჯგუფში მოხვდება, სადაც პეზარო (იტალია) და უდევალა (შვედეთი) არიან, კიდევ ერთი მეტოქე კი საკვალიფიკაციო ეტაპის E ჯგუფის გამარჯვებული იქნება. მატჩებს შვედეთი უმასპინძლებს.