ერთიანი საქართველო ქომაგების ტრიბუნაზე

    2018-09-08 22:44

...
ხვალ ქომაგების ტრიბუნაზე ერთიანი საქართველო იდგება, ჩვენი ბიჭების გასამხნევებლად და ნანატრი ოცნებისაკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადასადგმელად.

ფეხბურთი


საქართველოს ნაკრები - ანალიზი და სავარაუდო შემადგენლობა

    2019-08-29 16:17

   

...
სექტემბრის დასაწყისში საქართველოს ეროვნული ნაკრები 2 შეხვედრას გამართავს. ჯვაროსნები 5 სექტემბერს, სტამბოლში, "ბაშაქშეჰირის" სტადიონზე, ამხანაგურ მატჩში სამხრეთ კორეის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, 8-ში კი თბილისში, "დინამო არენაზე", ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში, დანიის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებენ.
ევროპის ჩემპიონის საკვალიფიკაციო ჯგუფურ ეტაპზე საქართველომ ჩატარებული 4 მატჩიდან 3 შეხვედრაში მარცხი იწვნია, რამაც ვლადიმირ ვაისის შეგირდებს, ჯგუფიდან გასვლის შანსი ფაქტობრივად დააკარგვინა. ამის მიუხედავად, მოახლოებულ შეხვედრებს ჩვენი ნაკრებისთვის მაინც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ვაისის გუნდის მთავარი მიზანი ერთა ლიგის მოგებაა, რისთვისაც ეროვნულმა ნაკრებმა ჯერ ბელარუსის ბარიერი უნდა დაძლიოს. ფინალში გამარჯვების შემთხვევაში კი ქართველი ფეხბურთელები პირდაპირ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მოიპოვებენ.

საქართველოს ნაკრების განაცხადი


დანაკლისი

სამწუხაროდ ჩვენი გუნდი მოახლოებულ თამაშებს დიდი დანაკლისით შეხვდება. გუნდს ოფიციალურ მატჩში, დანიის წინააღმდეგ დისკვალიფიკაციის გამო ნახევარდაცვის ლიდერი და კაპიტანი, ჯაბა კანკავა ვერ დაეხმარება.
ტრავმირებულია მისი მეწყვილე, როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში ნიკა კვეკვესკირი. ქართველი საყრდენი ნახევარმცველი მოახლოებულ მატჩებს გამოტოვებს.
სარეაბილიტაციო კურსს გადის გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც ბურთთან ერთად ვარჯიში უკვე დაიწყო და მოედანზე მის გამოჩენას ნოემბრის თვეში ელოდებიან.
ტრავმებთან ერთად ეროვნულ ნაკრებში იმ ფეხბურთელთა პრობლემაც დგას, ვისაც სათამაშო პრაქტიკა არ აქვს და ბოლო პერიოდში, საკუთარი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ვერ ხვდება.
ახლახან მოიშუშა ტრავმა დაცვის ერთ-ერთმა ლიდერმა და შეუცვლელმა წევრმა- სოლომონ კვირკველიამ, რომელიც მოსკოვის "ლოკომოტივს" ახლახან დაუბრუნდა.
უთამაშებელია დონეცკის "შახტარის" ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავაც, მან შახტარის შემადგენლობაში მხოლოდ გასულ ტურში ითამაშა .
ახლახან მოიშუშა ტრავმა გიორგი პაპუნაშვილმაც, რომელიც განვლილ ტურში "სარაგოსას" სათადარიგო სკამზე იჯდა.
ჩვეულ მოვლენად იქცა ჯანო ანანიძე და მისი უთამაშებლობა. რუსეთის ჩემპიონატის საწყის ტურებში ჯანო სასტარტო შემადგენლობაში იყო, თუმცა მას შემდეგ რაც "სპარტაკმა" ანდრეა შურლე დაიმატა ჯანო სათადარიგოთა სკამს გაუშინაურდა.
ვლადიმერ ვაისის გამოძახებულ შემადგენლობაში ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდი გიორგი ქვილითაიაა, რომელსაც "გენტის" დამრიგებელი იენს თორუპი ასევე არ წყალობს




უნდა აღინიშნოს რამდენიმე მოთამაშე, რომლებიც საოცარ ფორმაში არიან. „სან ხოსეში“ მატიას ალმეიდას მისვლის შემდეგ, ვალერი ყაზაიშვილი რადიკალურად შეიცვალა. რამდენიმე მატჩის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე დატოვების შემდეგ ქართველმა თამაშის ხარისხს უმატა და საბოლოოდ "სან ხოსეს" ნამდვილ ლიდერად იქცა და გოლი გოლზე გააქვს. ამ მომენტისთვის მის ანგარიშზე ყველა ტურნირზე 11 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
ტემპი არც ვაკო გვილიას დაუგდია, რომელიც „ლეგიას“ ნახევარდაცვის შეუცვლელ ფიგურად იქცა.
რაც შეეხება თორნიკე ოქრიაშვილს, ანორთოსისში გადასვლის შემდეგ ქართველი შემტევი ნელ-ნელა იბრუნებს ფორმას და კვიპროსის ჩემპიონატის პირველ ტურში საკმაოდ კარგადაც გაისარჯა.
აღინიშვნის ღირსია ოთარ კიტეიშვილიც, რომელმაც გრაცის "შტურმის" სასტარტო შემადგენლობაში თავი დაიმკვიდრა და წარმატებულ სეზონს ატარებს. მის ანგარიშზე 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.



საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა დანიასთან მატჩში :
კარს როგორც ყოველთვის გიორგი ლორია დაიცავს. ქართველი მეკარე მაკარიძესა და კუპატაძესთან შედარებით ბევრად კარგ ფორმაშია.
მიუხედავად მცირე სათამაშო პრაქტიკისა, ოთარ კაკაბაძე გუნდის შეუცვლელი ფიგურაა და ამიტომ მას სასტარტოში უნდა ველოდოთ, ისევე როგორც გურამ კაშიას. სათამაშო ფორმიდან გამომდინარე დიდი ალბათობით კაშიასთან ერთად მატჩს დაიწყებს გია გრიგალავაც, ხოლო მარცხენა ფლანგზე, მიუხედავად იმისა, რომ ლევან ხარაბაძე საკმაოდ კარგად ირჯება, ვაისი ალბათ გამოცდილ ჯიმი ტაბიძეს დააყენებს.

რაც შეეხება ნახევარდაცვას... კანკავას დისკვალიფიკაციის გამო, სავარაუდოა რომ ვლადიმირ ვაისი სასტარტო შემადგენლობაში დაცვითი სტილის ნახევარმცველს დააყენებს, ასეთი კი ბუბა დაუშვილია. ცენტრალურ ნახევარდაცვაში მის მეწყვილედ უნდა ველოდოთ ვაკო გვილიას. მარცხენა ფლანგს ჩაიბარებს ოთარ კიტეიშვილი, ხოლო მარჯვნივ თორნიკე ოქრიაშვილი დადგება.
დანიის წინააღმდეგ შეტევაში ისეთი ფეხბურთელი იქნება საჭირო, რომელიც პოზიციურად იბრძოლებს და მეორე სართულზე კარგად ითამაშებს. ასეთი ნაკრებში გიორგი ქვილითაიაა. სასტარტოში აუცილებლად ვიხილავთ ვაკო ყაზაიშვილს, რომელიც სწორედ მის უკან გაირჯება.

საბოლოოდ, ჩვენი ვარაუდით შემადგენლობა ასეთი იქნება: ლორია; კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, ტაბიძე; დაუშვილი, გვილია, კიტეიშვილი, ყაზაიშვილი, ქვილითაია, ოქრიაშვილი.

გივი თვალიაშვილი






ახალი მატჩი

8 სექტემბერი 20:00 სთ


-
საქართველო 
 დანია

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

გამოკითხვა

რომელი გუნდი გაიმარჯვებს?