ერთიანი საქართველო ქომაგების ტრიბუნაზე

    2018-09-08 22:44

...
ხვალ ქომაგების ტრიბუნაზე ერთიანი საქართველო იდგება, ჩვენი ბიჭების გასამხნევებლად და ნანატრი ოცნებისაკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადასადგმელად.

ფეხბურთი


ერთა ლიგის ფორმატი შეიცვალა

    2019-09-26 12:15

   

...
უეფამ ერთა ლიგის ფორმატის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. ახალი ფორმატის წყალობით ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩების რიცხვი შემცირდება, თუმცა ოფიციალურ თამაშთა რიცხვი 138-დან 162-მდე გაიზრდება.

2014 წლის 4 დეკემბერს UEFA-მ ახალი ტურნირი, ერთა ლიგა ოფიციალურად ჩამოაყალიბა და უამრავ ნაკრებს, მათ შორის საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის ისტორიული შანსი მისცა. ახალი ტურნირის პირველი გათამაშება, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრები D ლიგიდან ჩაერთო, სათავეს 2018 წლის 6 სექტემბერს იღებს. ჯგუფში დაკავებული პირველი ადგილის შემდეგ, ვლადიმირ ვაისის გუნდი ფლეი-ოფის ეტაპს ელოდება, სადაც გამარჯვების შემთხვევაში ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს.





ჯგუფში დაკავებული პირველი ადგილის წყალობით, საქართველოს ნაკრები C ლიგაში დაწინაურდა. უეფას მიერ შემუშავებული ამჟამინდელი ცვლილებების თანახმად, ქართველ ფეხბურთელებს C ლიგაში ასპარეზობის შესაძლებლობა მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაშიც ექნებოდათ. განახლებული ფორმატის წყალობით ჩვენი ჯგუფიდან C ლიგაში აღზევება ყაზახეთის ნაკრებმაც შეძლო, ხოლო A, B და C ლიგებიდან არცერთი ნაკრები არ დაქვეითებულა.










ამჟამად, C ლიგაში, სადაც ვაისის გუნდი ასპარეზობს, 16 ნაკრები 4 ჯგუფად დაიყოფა. ჯგუფში პირველადგილოსნები B ლიგაში დაწინაურდებიან, ხოლოდ ბოლო ადგილოსნებიდან ყველაზე ცუდი სტატისტიკის მქონე 2 ნაკრები D ლიგაში დაქვეითდება.

ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ 2018/2019 წლების ერთა ლიგა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე იყო მიბმული, ამიტომ არსებობს იმის ალბათობა, რომ 2020/2021 წლების ერთა ლიგის გამარჯვებულებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვონ.

ერთა ლიგის ახალი, 2020/21 წლების წილისყრა 2020 წლის 3 მარტს, ამსტერდამში გაიმართება.

გივი თვალიაშვილი






ახალი მატჩი

8 სექტემბერი 20:00 სთ


-
საქართველო 
 დანია

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

გამოკითხვა

რომელი გუნდი გაიმარჯვებს?