"ბასკონიამ" ესპანეთის ჩემპიონატის ახალ სეზონში მეორე შეხვედრა მოიგო. ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ, ბასკებმა "ფერნანდო ბუესას არენაზე" "რეალ ბეტისი" 84:73 დაამარცხეს.
გამარჯვებაში ერთ-ერთი მთავარი როლი თორნიკე შენგელიამ შეიტანა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ყველაზე მეტი 35:43 წუთი ითამაშა, 18 ქულა მოაგროვა, რაც მატჩში მესამე შედეგი იყო, 4 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა და ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. შენგელიას პარკეტზე მყოფ მოთამაშეებს შორის ყველაზე მეტი მოხსნა ჰქონდა.
რაც შეეხება ეროვნული გუნდის მეორე წევრს, მეტ ჯენინგმა, რომელიც შენგელიასგან განსხვავებით სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, 29:56 წუთში 3 ქულა და ამდენივე პასი მოაგროვა.
ბასკებმა მეორე მოგებით 4 ქულა მოაგროვეს და მეცხრე ადგილზე არიან, შემდეგ შეხვედრას კი "ტენერიფესთან" გამართავენ.