ერთიანი საქართველო ქომაგების ტრიბუნაზე

    2018-09-08 22:44

...
ხვალ ქომაგების ტრიბუნაზე ერთიანი საქართველო იდგება, ჩვენი ბიჭების გასამხნევებლად და ნანატრი ოცნებისაკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადასადგმელად.

ფეხბურთი


12 წლის შემდეგ კახური გუნდი უმაღლესს დაბრუნდა, ელიტაში გარდამავალი ჩემპიონიც ითამაშებს 

    2019-12-11 17:44

   

...
საქართველოს ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონი ოფიციალურად დასრულდა.  დასკვნითი შეხვედრები ფლეი-ოფის ეგიდით შედგა და მომავალი გათამაშების მონაწილე ათი გუნდიც გაირკვა.  რანგით მეორე ლიგაში მეორე და მესამეადგილოსანმა გუნდებმა, შესაბამისად "სამტრედიამ" და "თელავმა" ეროვნულ ლიგაში პირდაპირ გავარდნილი "ვიტ ჯორჯიას" შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგის მქონე "სიონსა" და "რუსთავს" აჯობეს და ელიტაში ადგილი მოიპოვეს.  საუკეთესო ათეულში მოსახვედრად დასკვნითი შეხვედრები 11 დეკემბერს, სამტრედიასა და რუსთავში გაიმართა.  დასავლეთ საქართველოში შემდგარ შეხვედრაში, საქართველოს 2016 წლის გარდამავალი ჩემპიონატის გამარჯვებული ბოლნისელ მეტოქეს იოლად გაუმკლავდა. კახა კაჭარავას გუნდმა, რომელმაც სტუმრად ფრთხილად ითამაშა და თავი საშინაო შეხვედრისთვის დაზოგა, "ევგრაფი შერვარდნაძეზე" მეტოქის კარი 4-ჯერ აიღო, თავად კი 1 გოლი გაუშვა. "სამტრედიას" შემადგენლობიდან გატანილი გოლების ავტორები ვარლამ კილასონია, ნიჯატ ყურბანოვი (დუბლი) და გურამ სამუშია იყვნენ, ერთი ბურთი კი სტუმართა მხრიდან ჯაბა უგულავამ გაქვითა.  პარალელურად მიმდინარე მატჩს ისეთი დასაწყისი ჰქონდა, რომ რუსთაველთაგან ორმატჩიან დაპირისპირებაში დაწინაურების მოლოდინი გაჩნდა, მესამე წუთზე მათ პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს და ორი შეხვედრის ჯამში ანგარიში გაათანაბრეს. კახელები ამ ფაქტს არ შეეგუვნენ და ვარლამ კილასონიას გუნდს პირველ ტაიმშივე მოუგეს. წონასწორობა მეთხუთმეტე წუთზე, გიორგი ლაცაბიძის ავტო-გოლით აღდგა, გამარჯვება კი "თელავმა" 32-ზე, ძოწენიძის თავურით მოიპოვა.  ამრიგად, 2 წლის წინ, ეროვნულ ლიგაში ერთად აღზევებული ორი ქვემოქართლური გუნდი ქვედა ლიგაშიც ერთად დაქვეითდა. რაც შეეხება "სამტრედიას", მათ ელიტაში ადგილი ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაიბრუნეს, "თელავი" კი 2007 წლის შემდეგ პირველი კახური გუნდია, რომელიც უმაღლეს საფეხბურთო ლიგაში ითამაშებს.

უტა არსაკიძე






ახალი მატჩი

8 სექტემბერი 20:00 სთ


-
საქართველო 
 დანია

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

გამოკითხვა

რომელი გუნდი გაიმარჯვებს?