ბათუმის “დინამომ” ლიდერობა თელავში გაიმყარა !

თბილისის “დინამომ” ქობულეთში “შუქურა” დაამარცხა
სექტემბერი 20, 2021 17:12
ჩემი გადარჩენის მხოლოდ 1 კაცს სჯეროდა, ექიმები ამბობდნენ, რომ ვერ გადავიტანდი – მაისაშვილი
სექტემბერი 20, 2021 17:29

Crystalbet ეროვნული ლიგის 25-ე ტურის მატჩში ბათუმის “დინამო” კავკასიონი არენას ესტუმრა, სადაც ადგილობრივ “თელავს” დაუპირისპირდა.

“თელავმა” მიმდინარე სეზონში მთავარი მწვრთნელი 2-ჯერ გამოიცვალა და მხოლოდ გიორგი მიქაძემ შეძლო კახელების ათამაშება, ბოლო ტურებში გამოსწორებული შედეგებითა და თამაშის ხარისხით “თელავმა”  24 ტურის შემდეგ 25 ქულას მოუყარა თავი და მე-7 – მე-8 ადგილს “ტორპედოსთან” იყოფდა.

დაძაბული და ჩაკეტილი გამოდგა 25 ტურის დაპირისპირება ლიდერ “დინამოსთან”, აჭარლები მე-16 წუთზე ჯაბა ჯიღაურმა დააწინაურა, მატჩის მსვლელობისას მასპინძლებსაც ქონდათ გათანაბრების შანსი მაგრამ საბოლოოდ ბათუმელებმა კავკასიონი არენადან სამი ქულა წაიღეს.

25 ტურის შემდეგ გათამაშების ლიდერი სწორედ ბათუმის “დინამოა” და უახლოეს მდევარ თბილისის “დინამოს” 5 ქულით უსწრებს.

Share