მარადიული დერბი სერბეთში

“ფორვარდები ასეთ შეცდომებს არ პატიობენ”
სექტემბერი 20, 2021 18:19
კაჭარავა გამგეობის თავმჯდომარედ !
სექტემბერი 21, 2021 17:16

სერბეთის უმაღლეს ლიგაში კიდევ ერთი მარადიული დერბი გაიმართა, დიახ ასე ეწოდება ორი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე სერბული გუნდების – “ცრვენა ზვეზდას” და “პარტიზანის” დაპირისპირებას.

მარადიული დერბი როგორც ყოველთვის ძალიან დაძაბული გამოდგა, მატჩის განმავლობაში ფეხბურთელებმა 7 ყვითელი ბარათი მიიღეს და გარდა ამისა ძალიან ბევრი უხეშობა იყო.

ძალიან ლამაზი სანახაობა შემოგვთავაზეს ორივე გუნდის ფან დაჯგუფებებმა, გრობარის ( მესაფლავეების) და დელიეს ( მებრძოლების) წევრებმა მთელი მატჩი გულმხურვალედ უქომაგეს საკუთარ გუნდებს.

მარადიული დერბი ფრედ 1-1 დასრულდა, გოლები ბიბარს ნაჩომ და ალექსანდერ საკაიმ გაიტანეს, სერბეთის ჩემპიონატში კი 8 ტურის მერე პირველ ადგილზე 22 ქულით “პარტიზანია” და 2 ქულით უსწრებს “ცრვენა ზვეზდას”

 

Share