რუბინის მარცხი ზენიტთან, რთული შეხვედრა კვარაცხელიასთვის

კოხრეიძის დებიუტი ლიგა 2-ში
სექტემბერი 25, 2021 09:23
ვანჰაზებრუკი: ჩაკვეტაძის თამაშით, მუშაობითა და მიზანდასახულობით კმაყოფილი ვარ
სექტემბერი 25, 2021 11:12

რუსეთის პრემიერ ლიგის მერვე ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას ,,რუბინს” მოქმედი ჩემპიონი ,,ზენიტი” ეწვია. შეხვედრა სტუმართა სასარგებლოდ 1-3 დასრულდა და რუსეთის ჩემპიონებმა ყაზანიდან მარტივი სამი ქულა წამოიღეს.

Khvicha Kvaratskhelia and all the U21 wingers better than him. pic.twitter.com/DnluyuPwux

— Dasher (@DasherFCB) September 24, 2021

ჩვენთვის კი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის ხვიჩას თამაში. კვარაცხელიამ თამაში ძირითადში დაიწყო, თუმცა ის გახდა პეტერბურგელი მცველების აგრესიული თამაშის მსხვერპლი და მოედანი 73-ე წუთზე დატოვა. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა ”რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ:

    თუ დავითვლით ჯარიმების რაოდენობას, რომელიც მსაჯმა არ დადო, მე ხელის და ფეხის თითები არ მეყოფა. მთელს მსოფლიოში იცავენ შემტევ ფეხბურთელებს და სწორადაც იქცევიან, ჩვენთან კი კვარაცხელია ზის ყინულებში, მას მილიონი დაზიანება აქვს”.

კვარაცხელიას სათამაშო ფორმას საფრთხე არ ემუქრება, ის ჩვეულ რეჟიმში ვარჯიშობს გუნდთან ერთად და ემზადება ლიგის მეორეადგილოსან, ,მოსკოვის “დინამოსთან” შეხვედრისთვის, რომელსაც ქართველი ფეხბურთელი სავარაუდოდ ძირითადი თერთმეტეულიდან დაიწყებს.

Share