VIDEO | ვოლკოვმა დუბლი გაიფორმა და ბომბარდირთა დავაში გალიდერდა

2007 წლის 11 ნოემბერი : რომი-ფლორენციის გზატკეცილი
სექტემბერი 25, 2021 17:05
ოქრო ზაგრებში, გრიგალაშვილი ჩემპიონია!
სექტემბერი 25, 2021 22:25

აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის მე-5 ტურის მატჩში, “ზირა” სადაც დავით ვოლკოვი გამოდის, “საბაილს” ესტუმრა და ქართველის დუბლით 2:1 დაამარცხა.

მე-17 და 40-ე წუთებზე გატანილი გოლებით, ვოლკოვმა, სტუმრებს კომფორტული უპირატესობა შეუქმნა. 45-ე წუთზე, მასპინძლებმა მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს.

ქართველი ფეხბურთელი, ხუთ მატჩში გატანილი ამდენივე გოლით ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს.

Share