რუსეთში გაგნიძის და დავითაშვილის დაპირისპირება შედგა

ლეგიონერების განრიგი || 27 სექტემბერი
სექტემბერი 27, 2021 12:37
საქართველომ შესაძლოა ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლოს
სექტემბერი 27, 2021 18:19

რუსეთის პრემიერ ლიგის მე-9 ტურის ბოლოსწინა მატჩში ლუკა გაგნიძის “ურალმა” ზურიკო დავითაშვილის ტულას “არსენალს” უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

შეხვედრა ორივე ქართველმა ფეხბურთელმა სათადარიგოდან დაიწყო. მეორე ტაიმის სტარტზე, დავითაშვილმა პანჩენკო შეცვალა, ხოლო, ლუკა გაგნიძემ შეხვედრის 87-ე წუთზე იოვიჩიჩი შეცვალა.

მე-9 ტურის შემდეგ, არსენალი 8 ქულით მე-13 ადგილზეა.

ეკატერინბურგული გუნდი კი, ექვსი ქულით “როსტოვთან” ერთად 15-16 ადგილებს იყოფს.

Share