გიორგი ჩხეტიანი “ბრაგაში” ითამაშებს !

“ისევ არ ჩანდა მნიშვნელოვან მატჩში” – კვარაცხელიას აკრიტიკებენ
სექტემბერი 27, 2021 08:18
VIDEO მერებაშვილის ბრწყინვალე გასროლა და პოდბესკიძიეს გამარჯვება
სექტემბერი 27, 2021 09:01

თბილისის “დინამოს” ახალგაზრდა მცველი გიორგი ჩხეტიანი კარიერას პორტუგალიაში გააგრძელებს.

18 წლის ქართველი ბრაგას მაისურს მოირგებს, რომელმაც ის 1-წლიანი იჯარით დაიმატა. ტრანსფერი კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

     ძალიან მიხარია აქ ყოფნა. ბრაგა შესანიშნავი კლუბია. საქართველოში ამ კლუბს ბევრი იცნობს.

საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბში ვიყავი, მაგრამ როცა ასეთი შესაძლებლობა მომეცა, არც კი მიფიქრია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბრაგაში დიდ წარმატებას მივაღწიო. მინდა, გულშემატკივარმა რაც შეიძლება მალე გამიცნოს”, – თქვა ჩხეტიანმა ბრაგას ოფიციალურ გვერდთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ჩხეტიანი “დინამოს” აკადემიის აღზრდილია და მიმდინარე სეზონში პირველი გუნდის განაცხადში არაერთხელ მოხვდა.

Share