VIDEO ჩაკვეტაძე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

VIDEO მერებაშვილის ბრწყინვალე გასროლა და პოდბესკიძიეს გამარჯვება
სექტემბერი 27, 2021 09:01
U21 ნაკრები – სანამ ურემი გადაბრუნებულა
სექტემბერი 27, 2021 09:42

ბელგიის იუპილერლიგის მე-9 ტურის მატჩში გიორგი ჩაკვეტაძის “გენტი” “სერკლ ბრიუგეს” დაუპირისპირდა. შეხვედრა, “გელამკო არენას” ბინადარის გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

ჩაკვეტაძემ ზედიზედ მეორე შეხვედრა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო. გარდა იმისა, რომ ქართველმა 73-ე წუთზე ლემაიჩს გადამწყვეტი გოლი გაატანინა, წინა შეხვედრებთან შედარებით, მისი ქმედებები ბევრად შედეგიანი და ეფექტური იყო.

Sofascore-ს ვერსიით კი, 8.0 შეფასებით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ გენტის ქართველი შემტევი დასახელდა.

Share