სფფ-მ სპორტის უნივერსიტეტთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

“ურთულესი ჯგუფია, მაგრამ ყველასთან ბოლომდე ვიბრძოლებთ” – ბითაძე
სექტემბერი 28, 2021 17:50
შერმადინის კარგი მატჩი და ტრავმა ბილბაოსთან
სექტემბერი 28, 2021 18:21

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტს შორის დღეს, 28 სექტემბერს, მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა.

ვაკის საფეხბურთო ცენტრში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და სპორტის უნივერსიტეტის რექტორმა ჯემალ ძაგანიამ მოაწერეს.

შეთანხმების მიხედვით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სპორტის უნივერსიტეტის წარჩინებულ კურსდამთავრებულებსა და აქტიურ სტუდენტებს (ამავე უნივერსიტეტის მიერ გამოგზავნილი სიის მიხედვით) სრულიად უსასყიდლოდ შესთავაზებს უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსის გავლას.

აღნიშნული მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებას სფფ-სა და სპორტის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მიღწეული შეთანხმების მნიშვნელობის შესახებ ღონისძიების დასრულების შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმაც ისაუბრა:

     დღეს გაფორმებული მემორანდუმი ორივე მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იქიდან გამომდინარე, რომ მიღწეული შეთანხმებით სტუდენტებს საშუალებას ვაძლევთ ყოველდღიურ საფეხბურთო ცხოვრებაში ჩაერთონ. მათ საშუალება ექნებათ, რომ მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი სრულიად უფასოდ გაიარონ. ამ გზით კი, ქართულ ფეხბურთში კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდის ინტეგრირება მოხდება.
ფეხბურთის ფედერაციისთვის განათლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, აქედან გამომდინარე, მიხარია, რომ ჩვენი ურთიერთობა სპორტის უნივერსიტეტთან კიდევ უფრო გაღრმავდა. მოგეხსენებათ, რომ ვაკის საფეხბურთო ცენტრი სწორედ აღნიშნულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ავაშენეთ. ეს კი საშუალებას გვაძლევს, რომ ფეხბურთში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავრთოთ და სპორტის ეს სახეობა რაც შეიძლება მასობრივი გახდეს ჩვენ ქვეყანაში.”

Share