შერმადინის კარგი მატჩი და ტრავმა ბილბაოსთან

სფფ-მ სპორტის უნივერსიტეტთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
სექტემბერი 28, 2021 18:21
“შეგვიძლია გასწავლოთ” – საბურთალო მადრიდის რეალს
სექტემბერი 29, 2021 06:43

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში “ტენერიფე” შინ “ბილბაოს” დაუხვდა და 89-79 დაამარცხა.

”ტენერიფეს” რიგებში გამორჩეული იყო ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი. შერმადინმა 17 ქულის და 1 შედეგიანი გადაცემის მოგროვება შეძლო.

მე-3 მეოთხედის ბოლოს ქართველმა კალათბურთელმა ტრავმა მიიღო. როგორც მის სამედიცინო პირველად დასკვნაში წერია, გიორგის დაზიანებული აქვს და მოტეხილობა აღენიშნება წელის მარჯვენა მხარეში.

როგორც ესპანურ მედიაში იწერება, სავარაუდოდ შერმადინის ტრავმის აღდგენის პროცესი დაახლოებით 5-6 კვირას გასტანს და ის ნოემბრის პირველ ნახევარში მზად იქნება.

შერმადინი საქართველოს ნაკრებში ერთ-ერთი გამორჩეული და შედეგიანი მოთამაშეა. შეგახსენებთ, რომ ჩვენს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები ნოემბერში აქვს: 26 ნოემბერს უკრაინას, ხოლო 29 ნოემბერს საქართველო ესპანეთს შეხვდება.

Share