სანამ განტევების ვაცის ძებნაში დავიკარგებოდეთ

VIDEO თორნიკე ოქრიაშვილი პეეკთან გააძევეს
სექტემბერი 27, 2021 20:16
გრიგალაშვილი და შავდათუაშვილი წონის ლიდერები არიან – განახლებული რეიტინგი
სექტემბერი 28, 2021 09:51

…არსებობს მუდმივი პასუხგაუცემელი კითხვები – თუ რატომ არ გვყავს მაღალ დონეზე მოთამაშე ფეხბურთელები და რა შეიძლება იყოს ამის განმაპირობებელი. პასუხები ძირითადად მრავალგზის გაცვეთილია.

ამ შემთხვევაში, არ შევეხები დაბალი დონის ეროვნული ჩემპიონატის, არაევროკავშირელი ქვეყნის სტატუსს, არასასურველი ფიზიკური მომზადების თუ სხვა მსგავს ობიექტურ საკითხებს- რაც, რა თქმა უნდა, მჭიდროდ დაკავშირებულია მოცემულ პრობლემასთან.

მენტალიტეტი, რომელიც როგორც ფეხბურთელებში, ასევე ჩვენშია გაბატონებული

ცხადია, ეს პრობლემა არაერთგზის წამოჭრილა, მაგრამ შეცევდები სრული სურათის დახატვას. მხოლოდ ფეხბურთელებს რომ არ შევეხოთ და ჩვენ თავში  ჩავიხედოთ, ჩვენც იმ საზოგადოების ნაწილი ვართ, სადაც კონკრეტული ფეხბურთელები იზრდებიან. ჩვენ სწორედ ის საზოგადოება ვართ, სადაც ქართველი ფეხბურთელების პატარა “გაფართხალებაზე”, შეგვიძლია, კერპი შევქმნათ და ვეთაყვანოთ, ხოლო პირველივე ჩავარდნაზე სურათი ამოვატრიალოთ.

ეს ყველაფერი არა მხოლოდ გულშემატკივრის თუ მედიის იმ ნაწილს წარმოაჩენს ცუდად, არამედ კონკრეტულ ფეხბურთელზეც ცუდად მოქმედებს. ამ ყველაფერს ობიექტური ანალიზის არქონა ჰქვია და ეს ყველამ დროულად უნდა გავიაზროთ.

რუსეთი, როგორც ტრამპლინი თუ უბრალოდ ფინანსური სტაბილურობის გარანტია?

ზედმეტი თავშეკავებულობის გარეშე თუ ვისაუბრებთ, რუსეთის პრემიერლიგა, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის შემდეგ, ფინანსურად ყველაზე მიმზიდველი ჩემპიონატია. ცხადია, იმ აზრისგან შორს ვართ, რომ ვინც იქ მიდის, ყველას პრიორიტეტი უკეთესი ფინანსური გარანტიებია, ან მეორეს მხრივ მხოლოდ ტრამპლინად განხილული ეტაპი.

არსებობს თეორია, რომ რუსეთის ჩემპიონატი ტრამპლინია  და იქიდან ევროპულ გუნდებში სათამაშოდ მრავალი ფეხბურთელი გასულა. მაგრამ თუ გადავხედავთ საქართველოს მაგალითს, ჩვენი ეროვნული ჩემპიონატიდან (რომელიც სიმართლე ვთქვათ, არც თუ ისე მაღალი დონისაა) უფრო მეტი ფეხბურთელი წასულა ევროპულ ჩემპიონატებში, ვიდრე რუსეთის პრემიერ ლიგის გავლით. შესაბამისად ამ ლეგენდასაც ადვილად დავამსხვრევთ.

რუსეთსა და ევროპას შორის პარალელების გავლება 

ხშირად გვსმენია, რა განსხვავებაა სად წავა გამორჩეული ქართველი ფეხბურთელი, შედეგი ხომ მაინც იგივეა?! პირველ რიგში, შედარება არარელევანტური მგონია – ჩრდილოეთისკენ არჩევანს გაკეთებული ფეხბურთელებიდან იმ “ჭაობს” 15-20 წელია ვერავინ გააღწია და ვინც ეს მოახერხა, დიდი ხნის წინ კონკრეტული აგენტის ევროპული კონტაქტებით და ეგეც მხოლოდ იშვიათი გამონაკლისი ყოფილა.

მოჯადოებული წრე, რომლის გარღვევაც ისევ ოცნებად გვრჩება

ბოლოს გამოსავალზე შეგვიძლია ვისაუბროთ. ზოგად კონტექსტში გამოსავალი შეიძლება მრავალწლიანი საფეხბურთო გეგმის დაწერა და განხორციელება იყოს, მაგრამ მოკლევადიანად, ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ფეხბურთელისგან გარღვეული ეს ფანჯარა, რაც როგორც გულშემატკივარს დაუბრუნებს იმედს, რომ ამ ქვეყანაში შესაძლებელია ისეთი ნაკრების ჩამოყალიბება, რომლის მხოლოდ ილუზიაში ვართ მრავალი წელია.

ეს გარღვევა იყო: გიორგი მამარდაშვილის საოცარი ისტორია, ეროვნული ჩემპიონატიდან პირდაპირ ლა ლიგის სასტარტო. ჩვენ უნდა მოვახდინოთ მენტალური გარღვევაც, უნდა მოვიხსენიებოდეთ ევროპული ფეხბურთის კონტექტში და უარი ვთქვათ როგორც საბჭოურ მენტალიტეტზე, ასევე პოსტ საბჭოური ქვეყნის ფეხბურთზეც.

Share