კიტეიშვილი: “გიოტცემ ჩემს საყვარელ ფეხბურთელს მსოფლიო ჩემპიონატი მოუგო”

“თავიდანვე მაღალი დონის ევროპულ ტურნირზე თამაშს, სჯობს ჯერ აქ ვითამაშოთ”
სექტემბერი 29, 2021 07:42
“ყველაზე საშიში ჩაკვეტაძეა” – ქვილითაია ანორთოსისს აფრთხილებს
სექტემბერი 29, 2021 09:02

30 სექტემბერს  ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში ოთარ კიტეიშვილის გრაცის “შტურმი” “პსვ ეინდჰოვენს” უმასპინძლებს.

დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეშვილი ავსტრიელთა ძირითად შემადგენლობაში იქნება, რადგან ბოლო ტურებში იგი ბრწყინვალე ფორმაშია.

ავსტრიული მედია ოთარ კიტეიშვილის კომენტარს აქვეყნებს, რომელშიც  ქართველი ნახევარმცველი მარიო გიოტცეს შესახებ საუბრობს. კიტეისვილის თქმით, გიოტცემ და გერმანიამ მის საყვარელ ფეხბურთელს, ლეო მესის, 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული წაართვა.

2014 წელს არგენტინის ნაკრებს ვგულშემატკივრობდი და ჩემს საყვარელ ფეხბურთელ მესის, როცა გიოტცემ გაიტანა და გერმანიამ მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.

გიოტცე შესანიშნავიფ ფეხბურთელია, მის წინააღმდეგ თამაში კარგი იქნება, მაგრამ პსვ მხოლოდ გიოცე არ არის – ამ გუნდში რამდენიმე კარგი ფეხბურთელია”, – თქვა ოთარ კიტეიშვილმა.

Share