შედეგიანი ფრე საგურამოში || ლოკომოტივი დინამოს დაუზავდა

ჩაკვეტაძე ტრავმირებულია !
სექტემბერი 29, 2021 15:29
კარგი ფეხბურთი და შედეგიანი ფრე გორში
სექტემბერი 29, 2021 18:44

ეროვნული ლიგის 27-ე ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა საგურამოში, სადაც თბილისის “ლოკომოტივმა” და თბილისის “დინამომ” ფრედ 2-2 ითამაშეს.

მატჩის პირველი ტაიმი საკმაოდ დაბალ ტემპში მიმდინარეობდა. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, მატჩი ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო: “ლოკომოტივი” გამარჯვების შემთხვევაში 3 ქულამდე ამცირდებდა სხვაობას მე-3 ადგილოსანთან, ხოლო “დინამო” თუ მოიგებდა, 2 ქულამდე შეამცირებდა სხვაობას ლიდერ ბათუმის “დინამოსთან” და აჭარლების მატჩს დაელოდებოდა.

მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა: უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მატჩის 65-ე წუთზე დავით სხირტლაძის პასით და ვადეს შეცდომით ისარგებლა ზორან მარუშიჩმა და ანგარიში გახსნა, თუმცა მალევე 70-ე და 79-ე წუთებზე “ლოკომოტივმა” ორი გოლი გაიტანა: დინამოს კარში ჯერ ირაკლი სიხარულიძემ და შემდეგ ნიკა სანდოხაძემ გაიტანეს, ასევე იყო ადამა ვადეს გაუქმებული გოლი.

”დინამოელები” გაშვებული გოლების შემდეგ გააქტიურდნენ და მალევე 81-ე წუთზე ოსეი ბარნსის გოლით ანგარიში გაათანაბრეს.

27 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში თბილისის “ლოკომოტივი” 41 ქულით მე-5 ადგილზეა, ხოლო თბილისის “დინამო” 52 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ ბათუმის “დინამოს” 4 ქულით ჩამორჩება, თუმცა ბათუმელები თავის მატჩს გორში 20:30 წუთზე ადგილობრივი “დილას” წინააღმდეგ გამართავენ.

Share