კიტეიშვილი მატჩის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს

VIDEO ოთარ კიტეიშვილი პსვ-ს წინააღმდეგ
სექტემბერი 30, 2021 19:15
ქართველი ფეხბურთელების კარგი დღე კონფერენსლიგაზე
სექტემბერი 30, 2021 21:12

ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ოთარ კიტეიშვილის შტურმი დღეს შინ პსვ-ს დაუპირისპირდა.

კიტეიშვილი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელიც იყო. მისმა შტურმა დიდი ანგარიშით, 1:4 წააგო ეს მატჩი, თავად ქართველმა კი ტრავმა მიიღო.

შეხვედრის 81-ე წუთზე კიტეიშვილს ფეხში უკნიდან ძლიერად ჩაარტყეს. საბოლოო ჯამში, ქართველმა ნახევარმცველმა მოედანი ექიმების დახმარებით დატოვა.

ავსტრიული მედია წერს, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ კიტეიშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ტრავმის სიმძიმე ამ ეტაპისთვის უცნობია.

აღსანიშანვია კიდევ ერთი რამ: შტურმის ფანები კიტეიშვილს უმღეროდნენ, როცა ის მოედანს ტრავმირებული ტოვებდა.

შეგახსენებთ, რომ წინ სანაკრებო პაუზაა. საქართველოს ნაკრებს საბერძნეთთან და კოსოვოსთან მატჩები ელის. ვილი სანიოლმა ოთარ კიტეიშვილს ნაკრებში უხმო. ვიმედოვნებთ, რომ კიტეიშვილის ტრავმა მძიმე არ გამოდგება და ის უახლოეს მატჩებში ნაკრებს დაეხმარება.

Share