სანიოლის სანაკრებო სია || ვის უნდა ველოდოთ?

VIDEO გოლი ისტორიიდან – მჭელიძე VS მილანი
სექტემბერი 30, 2021 07:29
სანიოლმა საბერძნეთთან და კოსოვოსთან შემადგენლობა დაასახელა
სექტემბერი 30, 2021 08:36

საქართველოს ეროვნული ნაკრები ოქტომბერში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე კიდევ ერთ მატჩს გამართავს, ჯვაროსნები ამჯერად საბერძნეთს დაუპირისპირდებიან, მატჩი 9 ოქტომბერს ისევ ბათუმში გაიმართება.

საინტერესოა ვილი სანიოლის სანაკრებო სია, წინა სანაკრებო პაუზაზე მის სიაში 5 დებიუტანტი იყო, მაგრამ ამ ჯერად რას უნდა ველოდოთ?

ყველაზე ნაკლებად პრობლემატური ალბათ ისევ მეკარის პოზიციაა და უდიდესი ალბათობით საქართველოს კარის დასაცავად ნაკრებში კვლავ გიორგი ლორიას ( ანორთოსისი ), გიორგი მამარდაშვილს ( ვალენსია) და ლაზარე კუპატაძეს ( დინამო ბთ) უნდა ველოდოთ, არ უნდა დავივიწყოთ გიორგი მაკარიძე ( ალმერია) რომელსაც მართალია სათამაშო პრაქტიკა მოაკლდა, მაგრამ სეგუნდაში თავის თამაშებს მაინც თამაშობს.

უდიდესი ალბათობით დაცვის ხაზში კვლავ ვიხილავთ გურამ კაშია ( სლოვანი ) დათი ხოჭოლავას ( კოპენჰაგენი ) დუეტს, ასევე სავარაუდოა ლაშა დვალის ( ფერენცვაროში) და ლუკა ლოჩოშვილის ( ვოლფსბერგერი) გამოძახება, ფლანგებზე საქმე ბევრად მარტივია, კანდიდატი მხოლოდ ოთხი ფეხბურთელია, გურამ გიორბელიძე (დრეზდენი), ირაკლი აზაროვი ( ბათუმის დინამო), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია) და გრიგოლ ჩაბრაძე ( ბათუმის დინამო), დაცვის ხაზში ასევე შეიძლება ველოდოთ გიორგი გველესიანს, მამუკა კობახიძეს და საბა ხვადაგიანს.

დიდი ალბათობით ნახევარდაცვის რგოლში ნაკრებს დაუბრუნდება ნიკა კვეკვესკირი ( ლეხი პოზნანი ) და ასევე თორნიკე ოქრიაშვილი ( აპოელი ), ასევე წინა მატჩებიდან უნდა ველოდოთ ჯაბა კანკავას ( სლოვანი), ოთო კიტეიშვილს ( შტურმი გრაცი ), გიორგი აბურჯანიას ( ჟილ ვისენტე), გიორგი ჩაკვეტაძეს ( გენტი ), და გიორგი წიტაიშვილს, ( ჩერნომომეცი). დიდი ალბათობით ნაკრებს დაუბრუნდება ხვიჩა კვარაცხელია ( რუბინი), ნახევარდაცვის რგოლში ასევე შეიძლება ვნახოთ ვაკო ყაზაიშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ჯაბა ჯიღაური, ნიკა ნინუა რომელიც აქტიურ ფეხბურთს დაუბრუნდა და სათამაშო პრაქტიკაც აქვს ( ანორთოსისი)  ან ვლადიმერ მამუჩაშვილი.

თავდამსხმელების საქმე ცოტა უფრო რთულადაა, ამ პოზიციაზე ვილი სანიოლს მხოლოდ 4 ფეხბურთელი ყავს გამოცდილი, გიორგი ქვილითაია ( აპოელი ), გიორგი მიქაუტაძე ( სერენი ), გიორგი ბერიძე ( უიპეშტი ) და ბუდუ ზივზივაძე ( ფეჰერვარი).

თუმცა უნდა ავღნიშნოთ, რომ თამაში განაახლა ნიკა კაჭარავამ ( ანორთოსისი) და გიორგი ფანცულაიამ ( დინამო ბთ) რომელიც წინა სანაკრებო პაუზაზე სანიოლის სიაში იყო, თუმცა ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად გიორგი ზარიას უხმეს ნაკრებში.

სტატია მხოლოდ ვარაუდზე და სათამაშო ფორმებზე დაყრდნობით არის დაწერილი და არანაირ კერძო ინტერესებს არ ემსახურება.

Share