აქ გადაწყდება პირველი ადგილის ბედი – ვლადიმერ ვაისი

სანიოლმა საბერძნეთთან და კოსოვოსთან შემადგენლობა დაასახელა
სექტემბერი 30, 2021 08:36
კვარაცხელიას მაკრატელა რუბინის ვარჯიშზე
სექტემბერი 30, 2021 10:31

პირველ ოქტომბერს  „სლოვანი“, რომლის მთავარი მწვრთნელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცი ვლადიმერ ვაისია, „კონფერენსს ლიგის“ ეგიდით გასვლაზე ბერძნულ „პაოკს“ დაუპირისპირდება. გუნდში ასევე საქართველოს ნაკრების ორი ლეგენდა თამაშობს, გურამ კაშია და ჯაბა კანკავა.

 

„ტურნირი  ცუდად დავიწყეთ და გვინდა მდგომარეობა გამოვასწოროთ. “პაოკმა” “ლინკოლნთან” საჭირო ქულები უკვე მოიპოვა. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გველოდება, სადაც გადაწყდება პირველადგილოსანის ბედი. მეტოქე დალაგებული გუნდია, თანაც მათ გულშემატკივრებიც დაუჭერენ მხარს. პირველ რიგში დაცვაზე უნდა ვიფიქროთ, თუმცა გოლის გატანა აუცილებელია”. – განაცხადა ვლადიმერ ვაისმა

 

„პაოკის“ რიგებში ასევე ირიცხება ქართველი ფეხბურთელი, ნიკა ნინუა, რომელიც თემურ ქეცბაიას „ანორთოსისში“ არის განათხოვრებული.

 

 

Share