საქართველოს ნაკრები: ვისთვის პატრიოტიზმი, ვისთვის – საკლუბო კარიერის გარანტი

განაცხადი: ნაცნობი სახეები, იმედისმომცემი შეტევა… რას ველოდოთ ოქტომბერში?
სექტემბერი 30, 2021 14:22
ოთო კიტეიშვილი V პსვ ეინდჰოვენი || ევროპის ლიგა
სექტემბერი 30, 2021 16:36

საქართველოს ეროვნული ნაკრების მოახლოვებულ მატჩებთან ერთად, გააქტიურდა საუბრები თუ ვინ უნდა იყოს განაცხადში და ვინ ამოწურა საკუთარი თავი ამ ფორმაციის გუნდში.

ჯერ კიდევ თემურ ქეცბაიას ფორმაციის ნაკრების დროს, არაერთი კონფლიქტი შესახებ გახდა ცნობილი. გვახსოვს მათ შორის მწვრთნელისგან გაჟღერებული ინფორმაცია, რომ კონკრეტული ფეხბურთელები შეკრებაზე ჩამოსვლაზე უარს ამბობდნენ. გვახსოვს ასევე ფეხბურთელის უარი კონკრეტულ პოზიციაზე თამაშზე და მოთხოვნის წაყენება.

ქეცბაიას ამბობდა და საყვედურობდა, რომ მოთამაშეთა გარკვეულმა ნაწილმა სწორედ ეროვნული ნაკრებში თამაშით “აიწყო” კარიერა და ახლა უარს ამბობს საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვაზე. იყო პრეტენზიები, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ რაც “ურემი გადაბრუნდა”, თუმცა სინათლე არა და არ გამოჩნდა.

ფეხბურთელთა ურჩობაზე თუ არაპროფესიონალიზმის გამოვლენაზე პირველი რეაქცია ვლადიმირ ვაისისგან გვახსენდება. 2016 წლის ერთ-ერთ სანაკრებო პაუზაზე, როდესაც “ჯვაროსნებმა” ესპანეთის ნაკრები სტუმრად (1-0) დაამარცხეს, სლოვაკმა სპეციალისთმა განაცხადა, რომ რამდენიმე ფეხბურთელი, ვინც იმ შეკრებაზე გუნდს ახლდა, ეროვნული გუნდის მაისურს აღარასდროს მოირგებდა. მას შემდეგ, მართლაც რამდენიმე ფეხბურთელი განაცხადს აღარ გაკარებია.

გვახსოვს, სიმხეთთან მარცხის შემდეგ, მისი ბოლო კომენტარიც.

     ვფიქრობ, ზოგიერთ ფეხბურთელს პასუხისმგებლობის ნაკლებობა ჰქონდა. მე არ ვარ ქართველი, მაგრამ მაქსიმუმი გავაკეთე წარმატებისთვის. მიმაჩნია, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი, რომელიც ახლა ნაკრებშია, საქართველოს ნაკრების წევრი უახლოეს მომავალში აღარ იქნება”.

მოკლედ, იმის თქმა გვსურს, რომ როგორც საკუთარი ნაკრებისთვის თავდადებული, არსებული საკლუბო თუ ფინანსური ფაქტორის გვერდზე გადამდები ფეხბურთელები უწინ და დღესაც ირგებენ ნაკრების მაისურას, ასევე არსებობენ გურგრილი დამოკიდებულების მქონე ფეხბურთელები, ვინც აქცენტს  საკლუბო კარიერასა და ფინანსურად მოძლიერებაზე აკეთებენ, ნაკრების ფეხბურთელის სტატუსს კი, დიდწილად უკეთესი საკლუბო კარიერის გარანტიებისთვის იყენებენ.

არ შეიძლება ისეთი სურათის დახატვა, თითქოს ეს მხოლოდ ჩვენთან ხდება და არსად სხვაგან – კონკრეტული ფეხბურთელისგან გამოვლენილი არაპროფესიონალიზმი, თუნდაც მაღალ თუ  ვარსკვლავურ დონეზე.

Share