“დაიმატეთ დიდი პოტენცილიას მქონე მამარდაშვილი” – რჩევა FIFA 22-ის მოთამაშეებს

VIDEO გოლი ისტორიიდან – კობიაშვილი VS ბაიერნი
ოქტომბერი 1, 2021 13:47
XXVII ტურის სიმბოლური გუნდი QOMAGEBI.GE-ს ვერსიით
ოქტომბერი 1, 2021 17:34

ყველასთვის ცნობილი საფეხბურთო სიმულატორი FIFA 22 უკვე გამოვიდა და მომხმარებლებს სრული ვერსიის თამაში შეუძლიათ.

უცხოურმა საიტმა vg247.com-მა FIFA-ს მოთამაშეებისთვის სტატია გამოაქვეყნა, სადაც იმ მეკარეებს ურჩევს, ვისი შეძენაც “კარიერის რეჟიმში” მათთვის კარგი იქნება. აქ იგულისხმებიან ის მეკარეები, რომლებსაც დიდი პოტენციალი გააჩნიათ.

ამ სიაში საიტმა ვალენსიას ახალგაზრდა მეკარე გიორგი მამარდაშვილიც შეიყვანა. აი, რას წერს გამოცემა ქართველზე:

     გიორგი მამარდაშვილი – ვალენსია, ღირებულება 10,5 მილიონი ფუნტი სტერლინგი. თუ ახალგაზრდა მეკარის შეძენა გსურთ, კარგი ვარიანტია. მისი მონაცემი 75-ია, პოტენციალი კი – 83. ტოპ გუნდებში მისი მეორე მეკარედ დამატება კარგი იქნება, ბევრად სუსტ გუნდებში კი პოტენციალს განავითარებს”.

აქვე გეტყვით, რომ FIFA 22 – ში საქართველოდან ყველა პოზიციაზე მინიმუმ 1 ფეხბურთელს მაინც ნახავთ. მაგალითად, მარცხენა მცველის პოზიციაზე დიდი ხნის განმავლობაში არავინ გვყავდა, წელს კი გურამ გიორბელიძეა “დინამო დრეზდენში”.

ერთ-ერთი გამორჩეული მონაცემი აქვს “ჰატაისპორიდან” საბა ლობჟანიძეს. ქართველი გარემარბის სისწრაფე თამაშში 87 რეიტინგს უდრის, რაც ქართველებში საუკეთესოა.

გიორგი მამარდაშვილი კი რეიტინგის მატების პოტენციალით ერთ-ერთი გამორჩეული მეკარეა FIFA 22 ში.

Share