კიტეიშვილის ტრავმა სერიოზული გამოდგა – ხვალ ოპერაციაა ჩანიშნული

სანიოლის განაცხადი – ვინ და რა ფორმაში ჩამოდის ნაკრებში
ოქტომბერი 1, 2021 10:10
საქართველოს ნაკრების განაცხადში იძულებითი ცვლილებაა
ოქტომბერი 1, 2021 12:40

კონფერენსლიგაზე პსვ-სთან მატჩში შტურმის ქართველმა ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო.

კიტეიშვილს 81-ე წუთზე უკნიდან ფეხში ძლიერად ჩაარტყეს. ქართველმა ფეხბურთელმა მოედანი ექიმების დახმარებით დატოვა, ხოლო შემდეგ, როგორც ავსტრიულ მედიაში დაიწერა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც გაირკვა, ტრავმა სერიოზულია და კიტეიშვილი უახლოეს პერიოდში როგორც ნაკრებს, ისე კლუბს ვერ დაეხმარება.
გრაცის “შტურმის” ოფიციალური ვებ-გვერდის გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელი დაზიანებულ ადგილას ოპერაციას ხვალ გაიკეთებს. კიტეიშვილის ტრავმასთან დაკავშირებით კომენტარი გრაცელთა სპორტულმა დირექტორმა, ანდრეას შიკერმა გააკეთა.

     ოთარი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძალაა და ძალიან განვიცდით, რაც მოუვიდა. ვიმედოვნებთ, ოპერაცია კარგად ჩაივლის და ის მალე დაგვიბრუნდება”, – თქვა დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და 4-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა.

Share