მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – ქართველების განრიგი 2 ოქტომბერს

XXVII ტურის სიმბოლური გუნდი QOMAGEBI.GE-ს ვერსიით
ოქტომბერი 1, 2021 17:34
ყაზაიშვილმა უსლან ჰიუნდაი დააწინაურა
ოქტომბერი 2, 2021 08:02

მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის პირველ დღეს, 2 ოქტომბერს საქმეში ჩაებმებიან 61, 74, 86 და 125 კილოგრამი წონითი კატეგორიების თავისუფალი სტილით მოჭიდავეები.

საქართველოს სახელით ხალიჩაზე გავლენ ბექა ლომთაძე (61 კგ), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ), სანდრო ამინაშვილი (86 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ).

ლომთაძე და პეტრიაშვილი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონების რანგში ერთვებიან კონკურენციაში. გენო პეტრიაშვილი სულაც, ბოლო სამი მსოფლიოს ჩემპიონატის (2017, 2018 და 2019) ტრიუმფატორია.

წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათიდან დაიწყება. 18:30-ზე კი ნახევარფინალები უნდა დაიწყოს. ამ ოთხ წონაში მედლები 3 ოქტომბერს გათამაშდება.

ოთხივე საჭიდაო ხალიჩის შეხვედრებს პირდაპირ ინტერნეტ-რეპორტაჟს მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანების ვებგვერდი შემოგვთავაზებს.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

Share