ძვირადღირებული სამეული ბათუმში – Transfermarkt-მა ფასები განაახლა

საქართველოს ნაკრების განაცხადში იძულებითი ცვლილებაა
ოქტომბერი 1, 2021 12:40
VIDEO გოლი ისტორიიდან – კობიაშვილი VS ბაიერნი
ოქტომბერი 1, 2021 13:47

ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემამ Transfermarkt.de-მ ეროვნულ ლიგაში ფეხბურთელთა ფასები განაახლა.

ეროვნული ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის, ჯოვინო ფლამარიონის ღირებულება 200 000-ით შემცირდა, თუმცა 700 000 ევროთი კვლავაც ყველაზე ღირებულ მოთამაშედ რჩება.

650 000 ევროთი მეორე ადგილზე აინაცვლა ირაკლი აზაროვმა. ეროვნული გუნდის 19 წლის მცველის ღირებულება სარეკორდოდ , 400 000-ით გაიზარდა.

მესამე ადგილსაც ბათუმის “დინამოს” შემტევი, ჯაბა ჯიღაური იკავებს (500 000).


4) ზორან მარუშიჩი 450 000 (დინამო თბ)

5) თორნიკე კირკიტაძე 450 000 (ლოკომოტივი თბ)

6) მილან რადინი 400 000 (დინამო თბ)

7) დავით სხირტლაძე 400 000 (დინამო თბ)

8) სანდრო ალთუნაშვილი 400 000 (დინამო ბთ)

9) საბა ხვადაგიანი 400 000 (დინამო თბ)

10) ბექა დარცმელია 400 000 (ლოკომოტივი თბ)

Share