“ვუყვიროდი… მან კი ცხვირი ჩამოუშვა და თამაში შეწყვიტა” – რუბინის მეკარე

VIDEO მერაბ გიგაურმა აზერბაიჯანში გაიტანა
ოქტომბერი 2, 2021 18:23
კაკაბაძე: “ახლა საქართველოს ნაკრების დროა!”
ოქტომბერი 2, 2021 19:17

დღეს, 2 ოქტომბერს, რუსეთის პრემიერ ლიგის მეათე ტურის მატჩები გაიმართა.

ხვიჩა კვარაცხელიას რუბინი შინ ნიჟნი ნოვგოროდს დაუპირისპირდა. ქართველის გუნდი ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა 0:1 დამარცხდა და ამან კიდევ უფრო გააუარესა “რუბინის” სატურნირო მდგომარეობა.

თავად კვარაცხელია შეხვედრაში 28-ე წუთზე ცვლილებიდან ჩაერთო. მატჩის 49-ე წუთზე ხვიჩამ მეტოქის საჯარიმოში თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, რომელიც თავადვე შეასრულა და ვერ გაიტანა, რის შესახებაც თამაშის დასრულების შემდეგ კომენტარი რუბინის მეკარემ იური დიუპინმა გააკეთა.

     გასახდელში ყველამ ყველაფერი შესანიშნავად იცის. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ჩვენი გუნდი არ არის მზად ჩემპიონატში მაღალი პოზიციების დასაკავებლად. ფლანგებიდან დაწყებული იერიშის დროს ხვიჩა ჩერდებოდა მაშინ, როცა შეტევის გამწვავება იყო საჭირო.

მთელი მატჩის განმავლობაში მას ვუყვიროდი, თუმცა პენალტის გაცუდების შემდეგ ცხვირი ჩამოუშვა და თამაში შეწყვიტა. აუცილებლად საჭიროა ფსიქოლოგიური საუბრები: თუ შენ ვერ იტან პენალტს, წინ კიდევ 30 წუთია და გაქვს შანსი გააკეთო ყველაფერი ამ შეცდომის გამოსასწორებლად, მაგრამ იგი მორალურად გატყდა და თამაში შეწყვიტა”, – თქვა დიუპინმა.

Share