“ნახეთ, ვინ დაბრუნდა” – გენტმა განაცხადი გამოაქვეყნა

“პენალტი მას არ უნდა დაერტყა” – სლუცკიმ კვარაცხელია გაამტყუნა
ოქტომბერი 2, 2021 13:39
VIDEO გენო ფინალშია! ნახევარფინაში განადგურებული ყაზახი
ოქტომბერი 2, 2021 16:30

ხვალ, 3 ოქტომბერს, ბელგიის ჩემპიონატის მორიგ ტურში გიორგი ჩაკვეტაძის გენტი ანტვერპენს დაუპირისპირდება.

გენტის ოფიციალურმა გვერდმა დღეს განაცხადი გამოაქვეყნა, რომელშიც ჩაკვეტაძეც მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გენტს ხვალინდელ მატჩში დაეხმარება.

“ნახეთ, ვინ დაბრუნდა”, – დაწერა გენტის გვერდმა ჩაკვეტაძეზე.

შეგახსენებთ, რომ კონფერენსლიგის მატჩი ანორთოსისთან ჩაკვეტაძემ მცირე ტრავმის გამო ხუთშაბათს გამოტოვა.

ხვალინდელი  მატჩის შემდეგ ჩაკვეტაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უნდა შეუერთდეს, რომელიც საბერძნეთთან და კოსოვოსთან გასამართი მატჩებისთვის დაიწყებს მზადებას.

Share