“პენალტი მას არ უნდა დაერტყა” – სლუცკიმ კვარაცხელია გაამტყუნა

სიჭინავას კოლოსმა ჩერნომორეცი დაამარცხა
ოქტომბერი 2, 2021 13:28
“ნახეთ, ვინ დაბრუნდა” – გენტმა განაცხადი გამოაქვეყნა
ოქტომბერი 2, 2021 13:55

რუსეთის პრემიერლიგის მე-10 ტურის მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას რუბინი დღეს შინ ნიჟნი ნოვგოროდს დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.

კვარაცხელიამ მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე 28-ე წუთზე შევიდა. 50-ე წუთზე დრიბლინგის ხარჯზე მან პენალტი მოიპოვა, რომელიც თვითონვე შეასრულა და გააფუჭა – ხვიჩას მეკარემ აუღო.

შეხვედრის შემდეგ ხვიჩას სათამაშო ფორმასთან დაკავშირებით რუბინის მთავარ მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის ჰკითხეს. სლუცკიმ თქვა, რომ დღეს პენალტი ხვიჩას არ უნდა დაერტყა.

– როცა პენალტი დაინიშნა, სათადარიგოთა სკამიდან ხვიჩას ეძახდნენ, რომ დრეიერისთვის დაეთმო, თუმცა კვარაცხელიამ დარტყმა თავად გადაწყვიტა. ასე იყო?
– კი. გუშინ დრეიერს ვუთხარი, რომ თუ პენალტი დაინიშნება, ის დაარტყამს. დარწმუნებული ვიყავი, რომ ასეც იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა.

– რა სჭირს კვარაცხელიას?
არ ვიცი. ეს უკვე მეორე სეზონია. მას ყველა იცნობს და მისი ესმით. ბევრად უჭირს. გასაგებია, რომ ის, რაც მასე იწერებოდა მთელი ამ ხნის განმავლობაში, მოქმედებს. ეს გამოცდილებაა. მაგრამ ყველა ერთად ვართ. ცუდად ვთამაშობთ და ეს ფაქტია.

Share