პეტრიაშვილი ოქროსთვის, კენჭაძე კი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

კაკაბაძე: “ახლა საქართველოს ნაკრების დროა!”
ოქტომბერი 2, 2021 19:17
VIDEO ებრალიძემ პაფოსს გაუტანა
ოქტომბერი 3, 2021 03:42

3 ოქტომბერს საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები თითო ოქროსა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ფინალში იჭიდავებს და ირანელი ამირ ჰუსეინ აბას ზარეს ძლევის შემთხვევაში ზედიზედ მეოთხედ მოიპოვებს მსოფლიოს ოქროს.

ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) კი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დაუპირისპირდება რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის გუნდის წარმომადგენელ თემურ ბიჟოევისა და ბულგარეთის ნაკრების წევრ ალი ფაშა უმარფაშაევის წყვილში გამარჯვებულს.

დღეს, პეტრიაშვილისა და კენჭაძის გარდა, მსოფლიოს კონკურენციაში ბექა ლომთაძე (61 კგ) და სანდრო ამინაშვილიც (86 კგ) ჩაებნენ, მაგრამ საპრიზო სამეულში მოხვედრის შანსი დაკარგეს.

ფინალური ბლოკის შეხვედრები ხვალ, თბილისის დროით 20:00 საათიდან დაიწყება.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია

Share