“მაშინ არ იყო მზად და მაინც გამოვიძახე, გვერდით დავუდექით” – სანიოლი ჩაკვეტაძეზე

დიდი დერბის ისტორია 🔥 ოლიმპიაკოსი 🔴 – 🟢პანათინაიკოსი
ოქტომბერი 3, 2021 14:02
VIDEO მეორე გოლი სეზონში! მიქაუტაძემ ვარეგემს გაუტანა
ოქტომბერი 3, 2021 14:51

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა ვილი სანიოლმა დღეს პრესკონფერენცია გამართა.

ნაკრები ხვალ შეიკრიბება და ოქტომბრის მატჩებისთვის მზადებას დაიწყებს. სანიოლმა გიორგი ჩაკვეტაძეც ისაუბრა.

     მიხარია, რომ ნელ-ნელა ფორმას იბრუნებს. მან საკმაოდ რთული პერიოდი გაიარა, ტრავმის გამო 2 წელი გამოტოვა და ასეთ დროს ფსიქოლოგიური კუთხით დაბრუნება ძალიან რთულია. 

როცა ის ნაკრებში გამოვიძახე სექტემბერში, კლუბში 10 წუთს თამაშობდა. რთულია ნაკრებში იხმო ფეხბურთელი, რომელიც იცი, რომ მზად არ არის, მაგრამ მას მხარდაჭერა გამოვუცხადეთ, გვერდით დავუდექით და დღეს თქვენც ხედავთ, რომ კლუბში სიტუაცია გამოსწორდა.

დღეს ჩაკვეტაძე 60 წუთს თამაშობს და თანაც, მაღალ დონეზე. თუ მომავალში ტრავმები არ შეაწუხებს. მისი დამატება ნებისმიერ კლუბს ენდომება”, – თქვა სანიოლმა.

Share