ეროვნული ლიგა 2 || 28 ტურის შემდეგ !

დიდი დერბის ისტორია – ”არგენტინული კლასიკო” რივერ პლეიტი 🔴⚪ – ბოკა ხუნიორსი 🔵🟡
ოქტომბერი 3, 2021 18:14
🤔 “მისით უკმაყოფილო ვიყავი” – გამოიძახებს თუ არა სანიოლი ყაზაიშვილს ისევ?
ოქტომბერი 3, 2021 18:37

დღეს 3 ოქტომბერს, საქართველოს რანგით მეორე ჩემპიონატის, ეროვნული ლიგა 2 ის 28-ე ტურის ყველა შეხვედრა გაიმართა.

მარტვილში “მერანმა” იმ დროისთვის პირველ ადგილოსან “გაგრას” უმასპინძლა, მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, მასპინძლებმა ერთადერთი გოლი 66-ე წუთზე, წულაიას დარტყმის შემდეგ გაიტანეს. “მერანმა” მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა, “გაგრამ” კი პირველი ადგილისთვის ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა.

ბოლნისის “სიონმა” ბოლნისში რუსთავის “რუსთავს” უმასპინძლა, რუსთაველების მიზანი ლიგა 2 ში დარჩენაა, ბოლნისელები კი ჩემპიონობისთვის და უმაღლეს ლიგაში ამოსვლისთვის იბრძვიან, მატჩი საკმაოდ გახსნილი და გოლებით აღსავსე გამოდგა, “სიონმა” 3-2 იმარჯვა, მასპინძელთა მხრიდან გოლები ივანიაძემ, ხორხელმა და სიჭინავამ გაიტანეს, “რუსთავის” შემადგენლობიდან კი ლუკავამ და პაატა კიტეიშვილმა. ამ მოგების შედეგად “სიონი” 63 ქულას აგროვებს და 2 ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ “გაგრას”.

 

დაძაბული გამოდგა მატჩი “ვიტ ჯორჯიასა” და საჩხერის “ჩიხურას” შორის, მცხეთელებმა შეხვედრა მინიმალური ანგარიშით 1-0 მოიგეს, გოლი ზარიძემ გაიტანა, მატჩის მეორე ტაიმში კი ტეფნაძე და კერელიშვილი გააძევეს.

 

3-0 დაამარცხა საგარეჯოს “გარეჯმა” თბილისის “მერანი”. მე-4 მე-5 ადგილებზე მყოფი გუნდების დაპირისპირება მესამე ადგილისთვის გაბრძოლებაში მნიშვნელოვანი იყო, “გარეჯი” ამ გამარჯვებით 6 ქულით გაასწრებს თბილისის “მერანს” და 4 ით ჩამორჩება მარტვილის “მერანს”

თბილისის “შევარდენმა”  4-1 დაამარცა ზუგდიდის “დინამო” , გუნდები მე-6 მე-7 ადგილებს იყოფენ, “შევარდენმა” ამ გამარჯვებით გადაასწრო “დინამოს” და 2 ქულითაც უსწრებს.

ეროვნული ლიგა 2 სანაკრებო პაუზის შემდეგ განახლდება და ტურის პირველი შეხვედრა 14 ოქტომბერს, “გაგრასა” და “ჩიხურას” შორის გაიმართება.

Share