„ჩემო ძმაო, შენ საუკეთესო ხარ!“- დესპოტოვიჩი ხვიჩას მხარდაჭერას უცხადებს!

მატჩის დღე: უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა ჩეხეთთან ცნობილია
ოქტომბერი 3, 2021 09:08
“ოქტომბერში დაინახავთ შემართებას, რომელიც ამ გუნდს ახასიათებს” – სანიოლი
ოქტომბერი 3, 2021 11:57

ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინი“ კვირას საკუთარ კედლებში ,,ნიჟნი ნოვგოროდთან“ 0-1 დამარცხდა.

ამ წაგების ერთ-ერთი დამნაშავე კი ზუსტად ,,რუბინის“ ქართველი ლიდერია. 49 წუთზე მან თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, ხოლო შემდეგ თვითონვე გააფუჭა.

ამ ყველაფერმა კვარაცხელიას დიდი კრიტიკა გამოიწვია, რუსულ მედიაში ხვიჩა უდიდესი წნეხის ქვეშ მოექცა. ამ ყველაფრის შემდეგ კი მისმა თანაგუნდელმა, სერბმა ფორვარდმა, დორდე დესპოტოვიჩმა, ქართველ ფეხბურთელს  მხარდაჭერა სოციალურ ქსელ „ინსტაგრამის“ მეშვეობით გამოუცხადა.

ამაზე კი რუსულმა პრესამ დაწერა:

რუსეთის ჩემპიონატის მე-10 ტურის შემდეგ, სადაც „რუბინი“ სახლში „ნიჟნი ნოვგოროდთან“ დამარცხდა, „რუბინის“ თავდამსხმელმა დორდე დესპოტოვიჩმა ინსტაგრამზე გულშემატკივრებს მიმართა და ასევე თავის თანაგუნდელს, ხვიჩა კვარაცხელიას მხარდაჭერა გამოუცხადა.

ხვიჩამ მეორე ტაიმის დასაწყისში პენალტი ვერ გამოიყენა, შემდეგ კი „ნიჟნიმ“ გოლი სწორედ თერთმეტმეტრიანიდან გაიტანა.

„ერთად ვმარცხდებით, ერთად ვიმარჯვებთ. ყველაფერი წინ არის. „რუბინი“ სამუდამოდ! @kvara7 (კვარაცხელიას მეტსახელი სოციალურ ქსელში.) – შენ საუკეთესო ხარ, ჩემო ძმაო! “ – დაწერა დესპოტოვიჩმა.

როგორც „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, პენალტი ანდერს დრეიერს უნდა დაარტყა . თუმცა, კვარაცხელიამ ყველაფერი თავის თავზე აიღო.

გაფუჭებული მომენტის შემდგომ ქცევისთვის კვარაცხელია საჯაროდ გააკრიტიკა „რუბინის“ მეკარემ იური დიუპინმა: „მთელი მატჩის განმავლობაში მას ვუყვიროდი, თუმცა პენალტის გაცუდების შემდეგ ცხვირი ჩამოუშვა და თამაში შეწყვიტა. აუცილებლად საჭიროა ფსიქოლოგიური საუბრები: თუ შენ ვერ იტან პენალტს, წინ კიდევ 30 წუთია და გაქვს შანსი გააკეთო ყველაფერი ამ შეცდომის გამოსასწორებლად, მაგრამ იგი მორალურად გატყდა და თამაში შეწყვიტა“.

თავად დესპოტოვიჩმა აღნიშნა, რომ თამაშის მთავარი ეპიზოდი პენალტი იყო. „მე ვფიქრობ, რომ დღეს თუ პენალტს გავიტანდით, ჩვენ ჩვენი კარნახით წარვამართავდით თამაშს,” – ამბობს  სერბმა ფეხბურთელი.- განაცხადა „სპორტ-ბიზნესმა“.

შეგახსენებთ, რომ ეს იყო ქართველი ფეხბურთელის ბოლო მატჩი ნაკრებში გამგზავრებამდე.

სანაკრებო პაუზის მერე „რუბინი“ პირველ შეხვედრას ხვიჩას ყოფილი გუნდის, „მოსკოვის ლოკომოტივის“ წინააღმდეგ 16 ოქტომბერს ითამაშებს.

Share