მეც ვიყავი მისი ასაკის… ხვიჩას ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება – სანიოლი

“ოქტომბერში დაინახავთ შემართებას, რომელიც ამ გუნდს ახასიათებს” – სანიოლი
ოქტომბერი 3, 2021 11:57
VIDEO ლობჟანიძის საგოლე პასი თურქეთის ჩემპიონატში
ოქტომბერი 3, 2021 12:53

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა ვილი სანიოლმა დღეს პრესკონფერენცია გამართა.

ნაკრები ხვალ შეიკრიბება და ოქტომბრის მატჩებისთვის მზადებას დაიწყებს. სანიოლმა ხვიჩა კვარაცხელიასა და მის ბოლო მატჩებზეც ისაუბრა.

     ასეთი რთული პერიოდი ფეხბურთელის კარიერაში დგება ხოლმე. ხვიჩასთან მარტის შემდეგ არ მიმუშავია, თუმცა ჩვენ ერთმანეთის კარგად გვესმის. ბოლო მატჩს რაც შეეხება, მართალია, პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ ბევრ ცნობილ ფეხბურთელს ვერ გაუტანია. ეს მის ხარისხს ვერანაირად განსაზღრავს.

მჯერა, რომ უახლოეს მატჩებში ის ნაკრებში მაქსიმალურად დაიხარჯება და როგორც ესპანეთთან მატჩის შემდეგ, ახლაც დიდი გამოხმაურება ექნება მის თამაშს.

მეც ვიყავი 20 წლის და კარგად ვიცი, ამ ასაკის ფეხბურთელს როგორ სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა. ჩვენ მის გვერდით ვართ და მის შესაძლებლობებში დარწმუნებულები ვართ”, – თქვა სანიოლმა.

Share