დიდი დერბის ისტორია 🔥 ოლიმპიაკოსი 🔴 – 🟢პანათინაიკოსი

შუქურამ დილას არასაფეხბურთო გარემოში დამაჯერებლად მოუგო
ოქტომბერი 3, 2021 13:45
“მაშინ არ იყო მზად და მაინც გამოვიძახე, გვერდით დავუდექით” – სანიოლი ჩაკვეტაძეზე
ოქტომბერი 3, 2021 14:06

ოლიმპიაკოსის და პანათინაიკოსის დუელი ათენის ურბანული დერბია, კლუბები ერთმანეთის მოწინააღმდეგეები არა მხოლოდ ფეხბურთში, არამედ სხვა სპორტის სახეობებშიც არიან :-კალათბურთი, ფრენბურთი, წყალბურთი…. კლუბების მეტოქეობა იმდენად ინტენსიური იყო, რომ ის დროთა განმავლობაში ყველაზე პრესტიჟულ დაპირისპირებად ჩამოყალიბდა საბერძნეთში.

🗞 კულტურა ამ ორ კლუბს შორის მეტოქეობა არა მარტო სპორტულმა პრინციპებზე, არამედ გარკვეულ სოციალურ, კულტურულ და რეგიონალურ დაპირისპირებაზე აღმოცენდა, პანათინაიკოსი (მწვანეები) 1908 წელს ათენის ცენტრში დაარსდა, მათ მხარდამჭერებად ითვლებოდნენ მაღალ სოციალურ კლასს მიკუთვნებული საზოგადოების წევრები, რაც შეეხება ოლიმპიაკოსს (თეთრ-წითლები) ის 1925 წელს დაარსდა, ათენის საპორტო გარეუბან პირეოსში, რის გამოც მათი გულშემატკივრები თავიდანვე გახდნენ მუშათა კლასის წარმომადგენლები, ათენი თავიდანვე იყო ბერძნული ცივილიზაციის აკვანი, რომელიც დიდ უპირატესობას ანიჭებდა პირეოსის სტრატეგიულ მდებარეობას და მასთან ერთად გაერთიანებულ რეგიონს ქმნის, მე-20 საუკუნეში ათენმა განიცადა დემოგრაფიული აფეთქება და ტერიტორიული ექსპანსია, რომელიც მოიცავს მის ყველა გარეუბანს, მათ შორის პირაოსსაც. ოლიმპიაკოსის წარმატებულმა ასპარეზობამ დაბალ სოციალურ ფენას საშუალება მისცა ამ ფორმით გამოეხატათ უპირატესობა ათენის მაღალი საზოგადოების მიმართ, ამის შემდეგ ოლიმპიაკოსმა გულშემატკივრების გული მოიგო არა მხოლოდ მის უბანში, არამედ მთელი საბერძნეთის ტერიტორიაზე,, მათ მხარს უჭერდა ის ხალხი რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ სოციალური და პოლიტიკური უსამართლობის მსხვერპლნი იყვნენ. დღესდღეობით ორივე კლუბს ყველა სოციალურ ფენაში ჰყავს მხარდამჭერი.

 ⚽️ ორივე კლუბი არის საბერძნეთის ყველაზე პოპულარული და ტიტულოვანი გუნდი, რომელთაც ქვეყნის მასშტაბით უამრავი ქომაგი ჰყავთ, ისინი კლუბებს დაჰყვებიან როგორც შინ, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ საერთაშორისო მატჩებზე, კლუბების დაპირისპირების დროს ხშირია მათ შორის შეტაკება, ხელჩართული ჩხუბი და ურთიერთ დაზიანება, სიძულვილი იმდენად ინტენსიურია რომ მატჩამდე კვირებით ადრე იწყება დაპირისპიება და ხშირ შემთხვევაში მატჩის დასრულებიდან კიდევ რამდენიმე დღე გრძელდება, ყველაზე გავრცელებული დაპირისპირება კლუბის ფანებს შორის 2007 წლის 29 მარტს მოხდა, ათენთან ახლოს მდებარე ქალაქ პაიანაში ერთმანეთს ამ კლუბების ქალ ფრენბურთელთა გუნდები უპირისპირდებოდნენ, მატჩის დღეს კლუბის ხულიგნებს შორის დიდი დაპირისპირება ატყდა, რომელშიც სასიკვდილოდ დაშავდა პაოს 22 წლის ფანი, მიხალის ფილოპულოსი, ამ ინციდენტმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა და 2 კვირის განმავლობაში ქვეყანაში ყველა სპორტული მატჩი გაუქმდა.

 🟢 პანათინაიკოსის ულტრას ჯგუფი – Gate 13 – Θύρα 13 დაარსდა 1966 წლის 19 ნოემბერს, ის უძველესია საბერძნეთის ტერიტორიაზე, ფან დაჯგუფების წევრები საბერძნეთის ყველა კუთხიდან არიან, 50-იანი წლების დასასრულს მწვანეთა მხარდამჭერები ნელ-ნელა იწყებდნენ ორგანიზებულად ქომაგობას კლუბის, ისინი პანათინაიკოსის სტადიონზე, ”აპოსტოლას ნიკოლაიდისზე” ყოველთვის მე-13 შესასვლელთან იკრიბებოდნენ, მიზეზი კი ის იყო რომ იმ ადგილებში არ იყო დანომრილი ადგილები და იქ მიღწევა ბევრ უბილეთოსაც შეეძლო, დაჯგუფების ლიდერები ხშირად მართავდნენ დისკუსიებს და კონსულტაციებს კლუბის მესვეურებთან და ჩართული იყვნენ კლუბის ცხოვრებაში, Gate 13 შედგება ბევრი შიდა ფირმისგან, მათ შორის ყველა ცნობილები არიან: ამპელოკიპი, ზოგრაფუ, პატისია, გიზი, პეტრელონა, ჩოლოგოს, ფერისტერი, ნიკაია-კორიდალოსი, პატრასი და მრავალი სხვა.

🔴 ოლიმპიაკოსის ულტრას ჯგუფი – Gate 7 დაარსდა 1981 წლის 8 თებერვალს, ოლიმპიაკოსის მხარდამჭერთა კლუბის შექმნას სათავე ტრაგედიამ დაუდო, იმ მზიან დღეს ერთმანეთის პირისპირ ”ოლიმპიაკოსი” და ”აეკი” წარსდგნენ, მატჩის დასრულების შემდეგ გასასვლელი კარი არ იყო ღია გულშემატკივრებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს კი მოხდა ჭყლეტა, სადაც 21 ფანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ეს მოხდა ”გეორგიოს კარაისკასის” მე-7 კართან, ამის შემდეგ ოლიმპიაკოსის ფანებმა სწორედ ეს სახელი დაირქვეს და დაიწყეს ორგანიზებულად ქომაგობა საყვარელი კლუბის, ყოველი წლის 8 თებერვალს უამრავი გულშემატკივარი იკრიბება დაღუპული ფანების მემორიალთან და სკანდინირებენ Αδέρφια, ζείτε, εσείς μας οδηγετεε.” (Adhélfia, zíte, esís mas odhiyíte-ს, ( ”ძმებო, თქვენ ცოცხლობთ, თქვენ ხართ ისინი, ვინც ჩვენ გვხელმძღვანელობს”)

⚔ ურთიერთშეხვედრები ყველა ტურნირის ჩათვლით გუნდები ერთმანეთის პირისპირ 207-ჯერ წარსდგნენ, 86 მატჩი ოლიმპიაკოსმა მოიგო, 51 პანათინაიკოსმა, ხოლო 70 მატჩი ფრედ დასრულდა 🏆 ტიტულები ოლიმპიაკოსი საბერძნეთის ჩემპიონი 46-ჯერ გახდა ხოლო თასი 28-ჯერ მოიგეს, რაც შეეხება პანათინაიკოსს მათ ანგარიშზე 20 ჩემპიონობა და 18 თასია

Share