დიდი დერბის ისტორია – ”არგენტინული კლასიკო” რივერ პლეიტი 🔴⚪ – ბოკა ხუნიორსი 🔵🟡

VIDEO ჩაკვეტაძის წითელი ბარათი ანტვერპენთან
ოქტომბერი 3, 2021 17:15
ეროვნული ლიგა 2 || 28 ტურის შემდეგ !
ოქტომბერი 3, 2021 18:32

🔥 ”სუპერკლასიკო” – ასე ეწოდება ბუენოს აირესის ორი გიგანტის ”ბოკა ხუნიორსისა” და ”რივერ პლეიტის” შერკინებას, რომელიც მთელ საფეხბურთო სამყაროშია ცნობილი, თუმცა რა თქმა უნდა ყველაზე დიდ ემოციას არგენტინელ გულშემატკივრებში იწვევს. ემოციების ფონზე კი ხშირად ხდება ჩხუბები, რის გამოც არგენტინული კლასიკო ერთ-ერთი ყველაზე ხიფათიანია დერბია.

📜 კლუბების შექმნის ისტორია

თავდაპირველად ორივე გუნდი ბუენოს აირესის გარეუბან ლა ბოკაში დაარსდა, სადაც მეტწილად მუშათა კლასი ცხოვრობდა, ”რივერი” 1901 წელს შეიქმნა, ხოლო ”ბოკა” 1905-ში, 1925 წელს ”რივერმა” მისამართი შეიცვალა და ჩრდილოეთით, მდიდრულ უბან ნუნესში გადაბარგდა, მას შემდეგ ბოკას სახალხო გუნდად მოიხსენიებენ, რივერს კი მეტსახელად ”მილიონერები” შეერქვა, მიუხედავად ამისა ორივე გუნდს სხვადასხვა სოციალურ ფენაში უამრავი გულშემატკივარი ყავს.
🏟 ბოკას სტადიონს ”ლა ბომბონერა” ჰქვია, ხოლო რივერისას ”ელ მონუმენტალი”

ურთიერთშეხვედრები

გუნდები ერთმანეთს პირველად 1908 წლის 2 აგვისტოს გადაეყარნენ ამხანაგურად, რომელიც ბოკამ 2:1 მოიგო, ზუსტად 5 წელში კი გუნდები ერთმანეთს უკვე ოფიციალურ მატჩში დაუპირისპირდნენ, მატჩი კვლავ 2:1 დასრულდა, თუმცა ამჯერად გამარჯვება რივერს დარჩა, აქედან მოყოლებული მოძულე გუნდებს შორის ყველა ტურნირზე გამართული 335 მატჩიდან 120 ბოკამ მოიგო, 111 რივერმა, 104 მატჩი კი ფრედ დასრულდა, აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ყოფილა შემთხვევა როცა მტერ გუნდებს ერთმანეთის მოედანზე უზეიმიათ ჩემპიონობა, პირველად ეს ბოკამ მოახერხა 1969 წელს, რივერმა რევანში 17 წლის შემდეგ აიღო და 1986 წელს თავად იზეიმა თასის მოგება ”ლა ბომბონერაზე”

🏆 ტიტულები
ბოკა არგენტინის ჩემპიონი 34-ჯერ გახდა, 14-ჯერ მოიგო თასი, ხოლო 6-ჯერ ლობერტადორესის თასი, რაც შეეხება რივერს, მათ ანგარიშზე 36 ჩემპიონობა, 13 თასი და 4 ლიბერტადორესის თასია.

📢 გულშემატკივრები

ამ ორი გუნდის სიდიადეს ისიც უსვამს ხაზს რომ ორივე გუნდს ჯამში არგენტინელი ფანების 70% უჭერს მხარს, აქედან 40% ლურჯ-ყვითელია, ხოლო 30% თეთრ-წითელი, არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით რომ მეტოქე გუნდის ფანებს ერთმანეთთან საშინელი დამოკიდებულება აქვთ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მათ შორის დაპირისპირება მატჩის დასრულების შემდეგ იწყება, მის გამო კი არგენტინელი ქომაგები კლასიკოზე დასწრებას ერიდებიან, ბოკას ”ტორსიდა” რივერს ქათმებად მოიხსენიებს, რივერის ფანები კი მეტოქეს ”პატარა ღორებს” და ”ნეხვის გროვებს” უწოდებენ, ბოკას მხარდამჭერთა საზოგადოება გარეუბანში ცხოვრობს, მათ ახლოს კი ის მდინარე მიედინება სადაც მთელი ქალაქის კანალიზაცია ჩაედინება, სწორედ აქედან შეურჩეს რივერის ფანებმა ბოკას მეტსახელი.

📝 ტრაგედიები

1968 წელს, როდესაც გუნდები ერთმანეთს ”ელ მონუმენტალზე” ხვდებოდნენ მატჩის შემდეგ მე-12 კართან საშინელი ჭყლეტა მოხდა, რის შედეგადაც 71 ფანი დაიღუპა, 150 კი დაშავდა, გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 19 წელი იყო, ჭყლეტის მიზეზი ბოკას ფანები იყვნენ, ზემო იარუსზე მსხდომმა ბოკას მხარდამჭერებმა რივერის ფანებს ცეცხმოდებული დროშა ესროლეს, რამაც პანიკა და ჭყლეტვა გამოიწვია, ბოკას ფანების ვერსიით კი მათ შარდით სავსე პარკები ესროლეს, რის გამოც მეტოქეს პასუხი ასე გასცეს.

Share