შუქურამ დილას არასაფეხბურთო გარემოში დამაჯერებლად მოუგო

VIDEO ლობჟანიძის საგოლე პასი თურქეთის ჩემპიონატში
ოქტომბერი 3, 2021 12:53
დიდი დერბის ისტორია 🔥 ოლიმპიაკოსი 🔴 – 🟢პანათინაიკოსი
ოქტომბერი 3, 2021 14:02

ეროვნული ლიგის 28-ე ტური სამი შეხვედრით გაიხსნა.

ფოთში “ფაზისზე” ქობულეთის “შუქურა”, რომელიც ეროვნულ ჩემპიონატში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის, დილას დაუპირისპირდა, რომლის მიზანიც კონფერენსლიგის საგზურის მოპოვებაა.

უნდა ითქვას, რომ მინდვრის გაზონი ვერანაირ კრიტიკას უძლებდა. ფილოსოფიიდან გამომდინარე, განსაკუთრებით დიდ პრობლემას ეს შიდაქართლელთათვის წარმოადგენდა.

შეხვედრის პირველი მწვავე მომენტი მე-5 წუთზე გორელებმა შექმნეს: პაატა ღუდუშაურის გარღვევის შემდეგ მასპინძლები გადარჩნენ. ამ მომენტიდან მოყოლებული, ქობულეთელთა შეტევებს მასიური ხასიათი მიეცა: მე-9 წუთზე ზურაბ მუსელიანის გადაცემას  მიშიკო სარდალიშვილი შედეგანი დარტყმით გამოეხმაურა. სტუმართა დაცვა ვერანაირ კრიტიკას უძლებდა: გოლიდან ერთ წუთში საპირისპირო ფლანგი ჩავარდა, ამჯერად, ირაკლი კომახიძის მახვილგონივრულ გადაცემას ზურაბ მუსელიანი გამოეხმაურა – 2:0.

მეორე ნახევრის სტარტზეც გორელებს საკუთარი თამაშის პოვნა გაუჭირდათ. 52-ე წუთზე ჯეფერსონ ჯერალდოს ბრწყინვალე მოქმედებას კომახიძის გოლი მოჰყვა . 58-ე წუთზე ალეფ სანტოს,ა იუხეშა და მატჩის მთავარმა მსაჯმა გიორგი ყრუაშვილმა ბრაზილიელს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა. მატჩის საბოლოო ანგარიში, 80-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ლევან ინგოროყვამ დააფიქსირა – 4:0.

ამრიგად, შუქურამ ბოლო ადგილოსან სამტრედიასთან უპირატესობა ცხრა ქულამდე გაზარდა. გორის დილას კი, მისი მთავარ კონკურენტების (ლოკომოტივი თბ – საბურთალო თბ) მატჩისთვის დალოდება მოუწევს.

Share