მსაჯს მისი დანდობა შეეძლო – გენტის მთავარი მწვრთნელი

მიქაუტაძე: “კიდევ შემეძლო გატანა, მაგრამ შემდეგი მატჩებისთვის შემოვინახე” 😉
ოქტომბერი 3, 2021 19:07
VIDEO ლუკა იმნაძემ ქაირათს გაუტანა
ოქტომბერი 4, 2021 07:35
კვირას, 3 ოქტომბერს, გიორგი ჩაკვეტაძის „გენტი“ სტუმრად „ანტვერპენს“ ეწვია და მასპინძლებთან მინიმალური სხვაობით 1-0 დამარცხდა.
ქართველი ქომაგისთვის კი საინტერესო უნდა იყოს ის, რომ 33-ე წუთზე მოედნიდან გიორგი ჩაკვეტაძე გააძევეს.
ის თუ რამდენად სამართლიანი იყო ქართველი ფეხბურთელის გაძევება ბელგიურ პრესაში დიდი განხილვის საგანი გახდა.
კომენტარი ასევე გააკეთა „გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა:
„ჩაკვეტაძის წითელი ბარათი განსაკუთრებით მძიმეა, ამ მომენტმა შეცვალა მატჩის მდგომარეობა. ჩაკვეტაძეს მეტოქის შევიწროვება უნდოდა, ბურთს ფეხი ააცილა და ფეხბურთელს შემთხვევით დააბიჯა.ეს ძალიან დასანანი მომენტი იყო. მსაჯს შეეძლო, რომ გიორგი დაენდო, რადგან კარგად ჩანდა, რომ ეს არ იყო ბინძური თამაში და მას უხეშად ძალით არ ითამაშია, თუმცა მაინც დავისაჯეთ.
ჩაკვეტაძის გაძევებამდე ანტვერპენი მოედნიდან გავაქრეთ და ერთადერთი გუნდი, რომელსაც გამარჯვების მოპოვება უნდოდა, გენტი იყო,“.- განაცხადა ვაინჰაზებრუკმა.
ჩაკვეტაძე ბელგიის შემპიონატის შემდეგ ორ შეხვედრას გამოტოვებს, 17 ოქტომბერს „ეუპენის“ წინააღმდეგ და 24 ოქტომბერს „გენკთან“ გასამართ მატჩს.
Share