სად შეიძლება ბილეთების შეძენა? საქართველო – საბერძნეთი

ლობჟანიძე და ბალოტელი ერთ გუნდში, საბა თურქეთის ჩემპიონატის სიმბოლურში!
ოქტომბერი 5, 2021 09:33
„ქვილითაიას გამოჩენა ოპტიმისტური გზავნილია“ || რას წერს კვიპროსული მედია
ოქტომბერი 5, 2021 11:22

9 ოქტომბერს ბათუმში სტადიონის 33% შეეძლება დასწრება, ამისთვის გულშემატკივრებს 3 სხვადასხვა ვარიანტის დაკმაყოფილება მოუწევთ, შეხვედრაზე დასწრება შეეძლებათ სრულიად ვაქცინირებულ და 72 საათში PCR ან 24 საათში ანტიგენის უარყოფითი ტესტის პასუხის მქონე პირებს. ასევე დასწრება შეეძლებათ იმ გულშემატკივრებს, რომლებსაც კორონავირუსი ბოლო 6 თვის მანძილზე აქვთ გადატანილი.

ბილეთების შეძენა, პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გამო, ვერ მოხერხდება სალაროების მეშვეობით. საქართველო – საბერძნეთი მატჩის, ბილეთების გაყიდვა, 6 ოქტომბერს დღის 12:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი, ონლაინ რეჟიმში TKT.GE-ზე გაიყიდება. ბილეთის ფასი 515 და 25 ლარია.

საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნული გუნდები ერთმანეთს 9 ოქტომბერს, ბათუმის ახალ სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.

 

 

Share