“გულშემტკივართან ერთად უფრო მოტივირებული ვითამაშებთ” – დავითაშვილი

“ქართველი გულშემატკივრის გახარებას ვეცდებით” – კაკაბაძე
ოქტომბერი 5, 2021 17:45
“აიაქსში არ გაუშვეს, რუბინმა 20 მილიონი ევრო მოიგონა” – აგენტი კვარაცხელიაზე
ოქტომბერი 5, 2021 18:17

საქართველოს ეროვნული ნაკრები ოქტომბერში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.

5 ოქტომბერს, ვილი სანიოლის გუნდმა ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე 22 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, დავით ხოჭოლავას, გიორგი მიქაუტაძეს და გრიგოლ ჩაბრაძეს დასვენების საშუალება მიეცათ და საწვრთნელ პროცესში 6 ოქტომბრიდან ჩაერთვებიან.

ეროვნული გუნდის მზადების შესახებ კომენტარი ურიკო დავითაშვილმა გააკეთა

     ფეხბურთელებისთვის ყველაზე კომფორტული გულშემატკივრების წინაშე თამაშია. მათ გარეშე თამაში განსხვავებულ განწყობას ქმნის, შესაბამისად გულშემტკივართან ერთად უფრო მოტივირებული ვითამაშებთ.

საბერძნეთის წინააღმდეგ რთულ მატჩს ველოდები, მათ კარგი გუნდი ჰყავთ, ჩვენ უკვე გავმართეთ ერთი შეხვედრა. კარგად გავაანალიზებთ მეტოქის თამაშს, შევეცდებით მათი სუსტი წერტილების გამოყენებას და იმედი მაქვს, ყველაფერი ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება”, – თქვა დავითაშვილმა.

​შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთისა და კოსოვოს წინააღმდეგ გასამართი მატჩებისთვის 25 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება.​

Share