“ქართველი გულშემატკივრის გახარებას ვეცდებით” – კაკაბაძე

ნაკრები სრულად შეიკრიბა – რამდენიმე ლეგიონერმა დღეს დაისვენა
ოქტომბერი 5, 2021 17:21
“გულშემტკივართან ერთად უფრო მოტივირებული ვითამაშებთ” – დავითაშვილი
ოქტომბერი 5, 2021 18:04

უფრო და უფრო ახლოვდება ეროვნული ნაკრების ოქტომბრის მატჩები.

ქართველი ფეხბურთელების უმეტესი ნაწილი ნაკრებში საკმაოდ კარგ ფორმაში ჩამოვიდა. ერთ-ერთი ასეთი ოთარ კაკაბაძეა, რომელმაც ნაკრებში ჩამოსვლამდე პოლონეთის ჩემპიონატში სადებიუტო გოლის გატანაც მოასწრო.

კაკაბაძემ მოახლოებულ მატჩებთან დაკავშირებით ნაკრების პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთა.

     ორი დღეა, რაც შევიკრიბეთ. ოქტომბერში ორი ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის და ორივე შემთხვევაში აუცილებლად მოსაგებად ვიბრძოლებთ.

განსაკუთრებული მომენტია, რომ ბათუმში ვითამაშებთ და მატჩს გულშემატკივარი დაესწრება. მაქსიმალურად მოვინდომებთ და შევეცდებით, რომ ქომაგები გავახაროთ“, – განაცხადა ოთარ კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კაკაბაძე და საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას ბათუმში, ახალ სტადიონზე ბერძენი ფეხბურთელების წინააღმდეგ 9 ოქტომბერს ჩაატარებენ, ხოლო შემდეგ კი გუნდი 12 ოქტომბერს კოსოვოსთან დაპირისპირებას სტუმრად გამართავს.

Share