100 პროცენტით მზად ვარ ნაკრებს დავეხმარო – საბა ლობჟანიძე

გადაწყვეტილება ცნობილია – დაესწრება თუ არა გულშემატკივარი ნაკრების თამაშს
ოქტომბერი 5, 2021 08:24
ლობჟანიძე და ბალოტელი ერთ გუნდში, საბა თურქეთის ჩემპიონატის სიმბოლურში!
ოქტომბერი 5, 2021 09:33

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ოქტომბერში გასამართი მატჩებისთვის მზადება დაიწყო. გუნდმა არასრული შემადგენლობით უკვე პირველი ვარჯიშიც ჩაატარა.

საინტერესოა თურქული „ჰატაისპორის“ ქართველი ლეგიონერის, საბა ლობჟანიძის კომენტარი:

 

„ტრავმა აღარ მაწუხებს და 100 პროცენტით მზად ვარ ეროვნულ ნაკრებს დავეხმარო. დღეს პირველი ვარჯიში გავმართეთ, ძალიან კარგი განწყობით ვემზადებით უახლოესი მატჩებისთვის. ვფიქრობ, რომ სექტემბრის თამაშები უნდა დავივიწყოთ და სრულად მომავალ შეხვედრებზე ვკონცენტრირდეთ.

საბერძნეთისა და კოსოვოს წინააღმდეგ ნაჩვენები დადებითი შედეგი თავდაჯერების დაბრუნებაში დაგვეხმარება. ამასთან ერთად ძალიან გვსურს, გავიმარჯვოთ და გულშემატკივარი კვლავ გავახაროთ“.- განაცხადა ლობჟანიძემ.

 

ლობჟანიძე საკმაოდ კარგ სეზონს ატარებს თურქეთში, მას წელს „ჰატაისპორის“ რიგებში 7 შეხვედრაში 3 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს გაკეთებული, ხოლო მისი გუნდი 8 ტურის შემდეგ „სუპერ ლიგაში“ მეოთხე ადგილს იკავებს.

ქართველ ქომაგს ნამდვილად აქვს საბას იმედი.

Share