ლობჟანიძე და ბალოტელი ერთ გუნდში, საბა თურქეთის ჩემპიონატის სიმბოლურში!

100 პროცენტით მზად ვარ ნაკრებს დავეხმარო – საბა ლობჟანიძე
ოქტომბერი 5, 2021 08:30
სად შეიძლება ბილეთების შეძენა? საქართველო – საბერძნეთი
ოქტომბერი 5, 2021 10:47

საბა ლობჟანიძე მიმდინარე სეზონს ძალიან მაღალ დონეზე ატარებს, რაც რა თქმა უნდა ძალიან სასიხარულოა ქართველი ქომაგისათვის. „ჰატაისპორის“ ქართველმა ლეგიონერმა  თურქეთის ჩემპიონატის ეგიდით გამართულ 7 შეხვედრაში 3 გოლი და 4 ასისტი გააკეთა, რამაც ქართველი ფეხბურთელი ,,Bein Sport“-ის მიხედვით, ჩემპიონატის საწყისი 8 ტურის საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში შეიყვანა.

ის ამ გუნდში ისეთ ფეხბურთელებთან ერთადაა, როგორებიც არიან : ალექსანდერ პეშიჩი, ჯოსეფ დე სოუზა, მარიო ბალოტელი და სხვა.

 

Share