მიქაუტაძე ტურის სიმბოლურში || უიპილერ ლიგა

მეტოქის სერიოზული დანაკლისი, საბერძნეთს გამოცდილი ფეხბურთელი გამოაკლდა
ოქტომბერი 5, 2021 07:05
გადაწყვეტილება ცნობილია – დაესწრება თუ არა გულშემატკივარი ნაკრების თამაშს
ოქტომბერი 5, 2021 08:24

ცნობილმა სპორტულმა გამოცემამ Sofascore-მა ბელგიის უიპილერ ლიგის მე-10 ტურის სიმბოლური გუნდი შეადგინა, როგორც მოსალოდნელი იყო ფორვარდის პოზიციაზე საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს, ჟორჟ მიქაუტაძეს ვხედავთ.

მიქაუტაძემ გასულ ტურში “სერენის” მაისურით ჰეტ-ტრიკი შეასრულა, მას იუპილერ ლიგაში სამ მატჩში ოთხი გოლი დაუგროვდა, ბელგიის თასის ჩათვლით ხუთ მატჩში შვიდი გოლი და სეზონში უკვე მეორე ჰეტ ტრიკი.

ტურის სიმბოლურ გუნდში ყველაზე მაღალი შეფასებაც სწორედ გიორგი მიქაუტაძეს აქვს, ქართველი თავდამსხმელის რეიტინგი 9.2 ქულით ფასდება.

Share