“პოზიტიური მოვლენაა გულშემატკივრის დაბრუნება… მოგებას ერთად ვეცდებით”

საქართველოს ნაკრებმა დღეს სრული შემადგენლობით ივარჯიშა
ოქტომბერი 6, 2021 17:27
👏 მიქაუტაძის სატრანსფერო ფასი საგრძნობლად გაიზარდა
ოქტომბერი 6, 2021 18:04

6 ოქტომბერს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადების პროცესში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა. ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე საწვრთნელი პროცესი ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა და მასში მონაწილეობა 25-მა ფეხბურთელმა მიიღო.

ოქტომბრის საწვრთნელი შეკრების ფარგლებში 7 ოქტომბერს, ვილი სანიოლის გუნდი თბილისში ბოლო ვარჯიშს გამართავს და ჩარტერული რეისით ბათუმში გაემგზავრება.

მოსამზადებელ პერიოდსა და მოახლოებულ მატჩზე კომენტარი ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ გააკეთა.

     სრული შემადგენლობით პირველად ვივარჯიშეთ. ძალიან სასიამოვნოა, რომ ოთარ კიტეიშვილის გარდა, სხვა დანაკლისი არ გვაქვს.

წინ ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის. პირველ რიგში, საბერძნეთის წინააღმდეგ გასამართ მატჩზე ვართ კონცენტრირებული. აღნიშნული თამაშის მოგება ჩვენს გუნდს ძალიან სჭირდება.

პოზიტიური მოვლენაა, რომ სტადიონზე გულშემატკივარი ბრუნდება და დიდი იმედი გვაქვს, რომ მათთან ერთად შევძლებთ მეტოქის დამარცხებას”, – თქვა აბურჯანიამ.

Share