ხვიჩა კვარაცხელიას ფასი გაიზარდა ||

VIDEO საქართველოს ნაკრების მზადება საბერძნეთისთვის
ოქტომბერი 5, 2021 21:28
პრობლემა: ქართული კლუბები და მხოლოდ სახელის გამო ჩამოყვანილი ლეგიონერები
ოქტომბერი 6, 2021 10:33

ცნობილი საფეხბურთო სააგენტოს Transfermarkt ინფორმაციით საქართველოს ნაკრების და ყაზანის “რუბინის” ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ფასი გაიზარდა და ამჟამად ქართველი ვინგერი 18 მილიონი ევრო ღირს.

კვარაცხელიამ “რუბინში” სეზონი ცუდად დაიწყო და ბევრი კრიტიკაც მიიღო, თუმცა 13 აპრილთან შედარებით მისი ფასი 3 მილიონი ევროთი გაიზარდა.

კვარაცხელია ამჟამად საქართველოს ნაკრების შეკრებაზეა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის ემზადება, ჯვაროსნები პირველ მატჩს ბათუმში 9 ოქტომბერს საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავენ, 12 ოქტომბერს კი პრიშტინაში კოსოვოს შეხვდებიან.

საკოორდინაციო შტაბის გადაწყვეტილებით 9 ოქტომბერს საქართველო საბერძნეთის მატჩს სტადიონის რაოდენობის 33% მაყურებელი დაესწრება.

Share